ოთარ შამუგია - მთავრობის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ჩვენი მევენახეებისთვის, რათა მათ დროულად და სწრაფად შეძლონ საფერავის ჩაბარება და სათანადო ანაზღაურება მიიღონ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთში იმყოფება და რთველის მიმდინარეობის პროცესს ეცნობა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„წელს კახეთში გამორჩეულად უხვი, რეკორდული მოსავალი გვაქვს, დაახლოებით 300 ათას ტონა მოსავალს ველოდებით. რთველის საკოორდინაციო შტაბი, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, აქტიურად არის ჩართული რთველის ორგანიზების პროცესში. რქაწითლის ჩაბარების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს; წელსაც ვაგრძელებთ რქაწითლის სუბსიდირებას. რქაწითლის ფასი 1 – 1.10 ლარის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება საფერავს, დღეის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2-ჯერ მეტი, 40 ათასი ტონა საფერავია გადამუშავებული. მევენახეების მხრიდან საფერავის ჩაბარების მოთხოვნა ყოველდღიურად მზარდია. საფერავის უხვი მოსავალია, ამიტომაც სწრაფად ჩაბარების საჭიროება დადგა, რომ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე არ გაუარესდეს ხარისხი და მევენახეებს მოსავალი არ გაუფუჭდეთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრა გაიმართა პრემიერ-მინისტრთან. მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საწარმოს 10-მდე ლოკაციაზე უკვე დაწყებული აქვს საფერავის მიღება და მევენახეები 1 კილოგრამში 1,50 ლარს მიიღებენ.

„მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ვისაც ამ ფასზე ნაკლებად აქვს საფერავი ჩაბარებული, მათაც დაუკომპენსირდებათ ეს თანხა 1,50 ლარის ფარგლებში. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ჩვენი მევენახეებისთვის, რათა მათ დროულად და სწრაფად შეძლონ საფერავის ჩაბარება და სათანადო ანაზღაურება მიიღონ. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ მინისტრს. ჩვენ წლებია ვეხმარებით მევენახეობა-მეღვინეობის სექტორს, სახელმწიფოს მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა ძალიან კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგებს გვაძლევს. ეს შედეგები ღვინის ექსპორტის, შემოსავლების და მოსავლის ზრდაშია გამოსახული. მოსავალი ამ წლების განმავლობაში 4-5-ჯერ გაიზარდა. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და ეს გადაწყვეტილებაც ამის ერთ-ერთი დასტურია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ