ლევან არველაძე - 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი წარსულსა და მომავალს შორის, ქაოსსა და განვითარებას შორის

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი წარსულსა და მომავალს შორის, ქაოსსა და განვითარებას შორის, - განაცხადა თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძემ, რითაც ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი ქაოსსა და განვითარებას შორის.

„26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი წარსულსა და მომავალს შორის, ქაოსსა და განვითარებას შორის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ამომრჩეველი, ჩვენი საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს და ჩვენი გუნდი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დიდ გამარჯვებას მოიპოვებს, პარლამენტში ექნება მყარი უმრავლესობა და გააგრძელებს იმ სწორ, მშვიდობის პოლიტიკას, რომელიც მართლაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ლევან არველაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე