ანა კაკაბაძე - მომავალი თაობის სწორად აღზრდა და განვითარება არის და იქნება ჩვენი გუნდის მთავარი საზრუნავი

თბილისის საკრებულოს წევრმა ანა კაკაბაძემ საკრებულოში გამართულ სხდომაზე განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, ახალ სასწავლო წელს სკოლები და საბავშვო ბაღები მომზადებული ხვდება.

„მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება ბაგა-ბაღების სააგენტო ამ სასწავლო წელს. აღსაზრდელებს 12 სრულად განახლებული, ასევე 129 რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დახვდებათ“, - განაცხადა ანა კაკაბაძემ.

როგორც მან აღნიშნა, გარდა ინფრასტრუქტურული ცვლილებებისა, ბაგა-ბაღებში მეთოდური ცვლილებებიც განხორციელდა, რაც ბავშვების სწორი აღზრდისა და განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ახალი სასწავლო წლიდან ბაღის აღსაზრდელებს დახვდებათ ახალი სათამაშოები, ახალი მეთოდური სახელმძღვანელოები.

„მომავალი თაობის სწორად აღზრდა და განვითარება არის და იქნება ჩვენი გუნდის მთავარი საზრუნავი“, - აღნიშნა ანა კაკაბაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს