თინა ბოკუჩავა - „ქართული ოცნება“ გვადანაშაულებს, რომ ჩვენ შეცდომაში შეგვყავს ხალხი, სინამდვილეში კი ქვეყანა შეგვყავს ევროკავშირში - ნამდვილად არსებობს 14 მილიარდიანი ფონდი

„ქართული ოცნება“ გვადანაშაულებს, რომ ჩვენ შეცდომაში შეგვყავს ხალხი. სინამდვილეში კი ქვეყანა შეგვყავს ევროკავშირში. ნამდვილად არსებობს 14 მილიარდიანი ფონდი, ე.წ. IPA-ის ფონდი, რომელიც გათვალისწინებულია კონკრეტულად გაწევრიანების პროცესისთვის. ამ ფონდზე წვდომა საქართველოს ეძლევა მოლაპარაკების გახსნისთანავე და გარწმუნებთ, რომ ეს მოხდება ხელისუფლების ცვლილებისთანავე, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

როგორც "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებაზე - "ერთიანობა პასუხობს ხალხს“, თინა ბოკუჩავამ მოქალაქის კითხვას უპასუხა: „ევროკავშირის 14 მილიარდიან დახმარებასთან დაკავშირებით რამდენად რეალურად ეს დახმარება, რამდენ ხანში ველოდებით და კონკრეტულად რა მიზნებისთვის დაიხარჯება ეს თანხა?“.

„სიმართლე გითხრათ მქონდა მოლოდინი, რომ ერთ-ერთი კითხვა აუცილებლად იქნებოდა 14 მილიარდთან, რადგან ორი დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ჩვენ აქტიურად ვსაუბრობთ 14 მილიარდ ევროიან ფონდზე, ჩვენ გვესმის წარმოუდგენელი კრიტიკა ხელისუფლების მხრიდან. „ქართული ოცნება“, რომელიც ყოველთვის ყველაფერში გვადანაშაულებს და ახლა გვადანაშაულებს იმაში, რომ ჩვენ შეცდომაში შეგვყავს ხალხი. სინამდვილეში კი ქვეყანა შეგვყავს ევროკავშირში, ეს არის სიმართლე. სიმართლე ასევე არის ის, რომ ნამდვილად არსებობს 14 მილიარდიანი ფონდი და ზუსტად რომ ვთქვათ ეს არის 14 მილიარდ 162 მილიონი ევრო, ე.წ. IPA-ის ფონდი, რომელიც გათვალისწინებულია კონკრეტულად გაწევრიანების პროცესისთვის. შესაბამისად, ეს არ არის ის თანხა, რომელიც საქართველოს ეძლევა მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკავშირის წევრი ხდება, არამედ რა წამს ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და გარწმუნებთ, რომ ეს იქნება ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ძალიან მალე, უმოკლეს დროში საქართველოს ეძლევა წვდომა ამ ე.წ. IPA-ის ფონდზე. მე შემიძლია ასევე ვისაუბრო იმაზე თუ რაში იყენებენ სხვადასხვა ქვეყნები ამ თანხებს, ეს არ არის მხოლოდ ინსტიტუციური გაძლიერება, ეს არის კონკრეტული თანხები, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ მოქალაქეების საჭიროებებისთვის როგორიც არის მაგალითად საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მაგალითად საქართველოში დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. მაგალითად ასევე კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისთვის, როდესაც ოჯახებს ელემენტარულად თვიდან თვემდე კომუნალური გადასახადების გადახდა უჭირთ. ასევე არის ულიმიტო დაფინანსება გაცვლითი პროგრამების ე.წ. - ერასმუსის პროგრამა, რაც ხდება ულიმიტო ქართველი ახალგაზრდებისთვის და ათასობით და ათი ათასობით გაცვლითი პროგრამის დაფინანსება იქნება შესაძლებელი ამ კონკრეტული 14 მილიარდიანი ფონდიდან. ასევე საავადმყოფოების და სკოლების მშენებლობა, სამედიცინო სევრისების დაფინანსება, ასე რომ ეს არ არის თანხები, რომელიც აბსტრაქტულად მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში ხალხისთვის უცნობი მიზნებისთვის, არამედ არის 14 მილიარდი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ კონკრეტული საჭიროებებისთვის საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის.

ამასთანავე არსებობს უამრავი ევროპული ფონდი, არსებობს ხუთი სტრუქტურული ფონდი, რეგიონული, სოციალური და ბევრი სხვა ფონდი, სადაც მილიარდობით ევრო დევს, თუმცა ჩვენ საუბარი გვაქვს კონკრეტულად გაწევრიანების პროცესში რისი მიღება შეუძლია საქართველოს და დიახ, ეს არის 14 მილიარდიანი გაწევრიანების ფონდი. ასე რომ შეცდომაში ნამდვილად არ შეგვყავს საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ საქართველო შეგვყავს ევროკავშირში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია