პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს - თქვენ არა მხოლოდ დაიმსახურეთ მედლები, ჯილდოები და პრემიები, მიიღეთ ბევრად მეტი, ბევრად ძვირფასი, მარადიული, ისეთი რამ, რაც ვერაფერში ვერ უნდა იცვლებოდეს და ეს არის ხალხის სიყვარული

თქვენ არა მხოლოდ დაიმსახურეთ მედლები, ჯილდოები და პრემიები, თქვენ მიიღეთ ბევრად მეტი, ბევრად ძვირფასი, ბევრად მარადიული, ისეთი რამ, რაც ვერაფერში ვერ უნდა იცვლებოდეს და ეს არის ხალხის სიყვარული, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართველ ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დაჯილდოების ცერემონიალზე, სადაც მათ მედლები გადასცა.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლაში 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის მონაწილეებს ცხოვრებისა და შემდეგი გამარჯვებების გზაზე ხალხის სიყვარულის დაფასება, გაფრთხილება და შენარჩუნება უსურვა.

„სპორტსმენებო, გამარჯვებულებო თუ მონაწილეებო, ერთნაირად გღებულობთ დღეს თქვენი ქვეყნის მოსახლეობა. თქვენ არა მხოლოდ დაიმსახურეთ მედლები, ჯილდოები და პრემიები, თქვენ მიიღეთ ბევრად მეტი, ბევრად ძვირფასი, ბევრად მარადიული, ისეთი რამ, რაც ვერაფერში ვერ უნდა იცვლებოდეს და ეს არის ხალხის სიყვარული. დაე, შეგეძლოთ თქვენი ცხოვრებისა და შემდეგი გამარჯვებების გზაზე ამ სიყვარულის დაფასება, გაფრთხილება და შენარჩუნება.

ჩვენი ისტორიის ამ ურთულეს პერიოდში თქვენ სჭირდებით ქვეყანას, სჭირდებით მომავალ თაობებს, ახალგაზრდებს, ვინც გიყურებთ გაბრწყინებული თვალებით და თქვენგან მაგალითს ელის, მაგალითს პროფესიონალიზმის, თავდადების, შემართების და მიზანდასახულობის.

მინდა, სულითა და გულით ყველას მოგილოცოთ და მივულოცო აქ შეკრებილ საზოგადოებას ეს დიდი გამარჯვება, ეს დიდი სიხარული, ეს დიდი სიყვარული“, - განაცხადა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება