ნიკა გვარამია ბათუმის ოფისის გახსნაზე - მოგესალმებით, როგორც სოხუმელი ზღვისპირელი ასევე ზღვისპირელებს - მიყვარს თქვენი ქალაქის თავისუფალი სული

მიყვარს ბათუმი, რადგან ეს არის ქალაქი თავისუფალი სულით, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბათუმის ოფისის გახსნაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უაღრესად თანამედროვე ევროპულ ქალაქში უნდა გაჩნდეს განცდა, რომ როგორც ბათუმი, ისე ყველა შავი ზღვისპირა ქალაქი არის ევროპის კარი.

„მოგესალმებით როგორც სოხუმელი ზღვისპირელი ასევე ზღვისპირელებს. მიყვარს თქვენი ქალაქის თავისუფალი სული. უაღრესად თანამედროვე ევროპულ ქალაქში უნდა გავაჩინოთ განცდა, რომ როგორც ბათუმი, ისე ყველა შავი ზღვისპირა ქალაქი არის ევროპა, კარი ევროპაში. როგორც ჩვენ გვჭირდება ევროკავშირი, ისე სჭირდება ევროკავშირს ბათუმიც, სოხუმიც, გაგრაც. ჩვენ შევალთ ევროპაში, ბედნიერებაში და განსხვავებულ ცხოვრებას 26 ოქტომბრიდან დავიწყებთ“ - აღნიშნა გვარამიამ.

ამასთან, შტაბის გახსნაზე „კოალიცია ცვლილებისთვის” კიდევ ერთმა ლიდერმა, გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ ეს არის ყველაზე ევროპული ქალაქი საქართველოში, საიდანაც იწყებოდა ცვლილებები ამ ქვეყანაში.

მისივე თქმით, ცვლილებების გარეშე გარდაუვალია კეთილდღეობა, ცვლილებები მოხდება ძალიან მალე და „ვიცხოვრებთ ბედნიერ და ევროპულ საქართველოში“.

„როგორც არასდროს, დღეს გვჭირდება ცვლილებები, რომელიც წაგვიყვანს წინ. ცვლილებები მოხდება ძალიან მალე და ვიცხოვრებთ ბედნიერ საქართველოში, სადაც ლუკმა-პურის საშოვნელად ხალხი კი არ მიდის, არამედ უკან ბრუნდება”, - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

ბათუმის ოფისის გახსნაზე მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა კოალიციის კიდევ ერთმა ლიდერმა ხათუნა სამნიძემაც, რომელმაც განაცხადა, რომ ამაყია „რესპუბლიკურ პარტიასთან“ ერთად კოალიციაში გაერთიანებით.

„მე ვარ ამაყი, რომ „რესპუბლიკურ პარტიასთან“ ერთად ვარ ერთობაში, სადაც ყველა ლიდერის ბრძოლა ნანახი აქვთ ადამიანებს. ჩვენ გვჯერა ჩვენი ბრძოლის სიმტკიცის და მიზანდასახულობის. აქ არის გუნდი, რომლის ქვეყნის მომავალი არის მრავალფეროვანი და ევროპული. ძალა არის ჩვენს კულტურაში, ტრადიციებში, შვილების რწმენაში, რომ ქვეყანა უნდა იყოს ევროპული.დღეს ყველას სჯერა, რომ ევროპული მომავალი არის დასაცავი და ამას ვიცავთ 26 ოქტომბერს. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, თითოეული ბათუმელი იქნება მზად 26 და 27 ოქტომბერს. იქნება მზად იმისთვის, რომ ვერავინ წაგვართვას არჩევანი. ჩვენს კოალიციას სჯერა მომავლის, გვჯერა ცვლილებების. ჩვენ გვჯერა თითოეული მოქალაქის ძალის, რწმენის. ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით ამ ხნის მანძილზე”, - განაცხადა სამნიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა