ლაშა ტალახაძე - „ქართული ოცნების” პოლიტიკას ვიზიარებ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა - ვთვლი, რომ დღევანდელი ხელისუფლება და პრეზიდენტი არის ხალხის სამსახურში

„ქართული ოცნების” პოლიტიკას ვიზიარებ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა. წინ არის რთული გზა გასავლელი და ჩვენ აუცილებლად შევალთ ევროპაში, - ამის შესახებ სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, ტალახაძემ ღონისძიებაზე მთავრობის მეთაურისა და წევრების არ დასწრებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი აზრით, პრემიერ-მინისტრს გარკვეული მიზეზები ჰქონდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრს გარკვეული მიზეზები ჰქონდა. მე აქ ვარ. მე რა ჯილდოც მეკუთვნოდა, ჩავიბარე. ყველას წარმატება მინდა ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ და ევროპაში შევალთ”,- განაცხადა ტალახაძემ.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა სალომე ზურაბიშვილის მისამართით “ქართული ოცნების” წარმომადგენლების შეფასებებს, ტალახაძე ასე პასუხობს: „ქვეყნის მოღალატე მე არავისთვის არ მიწოდებია და არც ვუწოდებ“.

„ვიცი, რომ გუშინდელ დაჯილდოებაზე იყო მოწვეული პრეზიდენტი, მაგრამ არ მოვიდა, ეს მე, როგორც სპორტსმენს, არ მწყენია”,- აღნიშნა მან.

ამასთან, ლაშა ტალახაძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დაჯილდოებისთვის გამო მადლობა გადაუხადა.

„ქართული ოცნების” პოლიტიკას ვიზიარებ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა. ვთვლი, რომ დღევანდელი ხელისუფლება და პრეზიდენტი არის ხალხის სამსახურში. შეიძლება უხეშად გამომივიდეს, მაგრამ მოვალეობაც კი არის, როდესაც შენი ქვეყნის წარმომადგენელი აღწევს დიდ წარმატებას, უნდა გადასცე ჯილდო. მინდა მადლობა ვუთხრა ქალბატონ პრეზიდენტს ამ ჯილდოსთვის. ნამდვილად დასაფასებელია თითოეული სპორტსმენის მხრიდან. აქედან გამომდინარე დიდ მადლობას ვუხდი მას. წინ არის რთული გზა გასავლელი და ჩვენ აუცილებლად შევალთ ევროპაში", - განაცხადა ტალახაძემ.

ცნობისთვის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში ლაშა ტალახაძე წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე