საგარეო უწყება - სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივნის, ალექსანდრე გოგოლაძის მიმართ დისციპლინარული წარმოება განხორციელდა მის მიერ შინაგანაწესის უხეშად დარღვევის ფაქტზე

სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივნის, ალექსანდრე გოგოლაძის მიმართ დისციპლინარული წარმოება განხორციელდა მის მიერ შინაგანაწესის უხეშად დარღვევის ფაქტზე. კერძოდ, ალექსანდრე გოგოლაძემ შესაბამისი პროცედურის დარღვევით, საპატიო მიზეზის გარეშე, გრძელვადიანი მივლინებით ადგილსამყოფელი ქვეყანა, სომხეთის რესპუბლიკაში თვითნებურად დატოვა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული რეგულაციის მიხედვით, სამუშაო დღეებში ადგილსამყოფელი ქვეყნის დატოვების შემთხვევაში, საჭიროა მივლინების/შვებულების ან სხვა მიზეზით დადგენილი წესით გაფორმება, რაც გოგოლაძეს არ განუხორციელებია, ასევე მას ქვეყნის დატოვების და სამუშაო საათებში სამსახურში არგამოცხადების მიზეზი არ განუმარტავს პროცედურით დადგენილი არცერთი წესის შესაბამისად.

„აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე გოგოლაძე სამსახურში არ გამოცხადდა 2 სამუშაო დღე. საზღვარგარეთ გრძელვადიანი სამუშაო მივლინებით მყოფი მოხელე, გარდა თანამდებობრივი სარგოსი, სარგებლობს გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურებით, სწორედ იმის გათვალისწინებით რომ იგი უნდა იმყოფებოდეს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და ახორციელებდეს მასზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს.

ჩატარებული დისციპლინური წარმოების შედეგად დადგინდა, რომ ალექსანდრე გოგოლაძის მხრიდან დაირღვა როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული პირის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესი, რომელიც გულისხმობს ადგილსამყოფელი ქვეყნის შესაბამისი ნებართვის გარეშე დატოვების აკრძალვას, რის გამოც მას გამოეცხადა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური. ამასთან, დისციპლინარული წარმოებისას მას მიეცა შესაძლებლობა წარმოედგინა შესაბამისი ახსნა-განმარტება, მის მიერ შინაგანაწესის დარღვევის მიზეზთან დაკავშირებით, რაც მას ფაქტობრივად არ განუხორციელებია. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ალექსანდრე გოგოლაძე დღემდე იკავებს დიპლომატიურ სამსახურში შესაბამის პოზიციას, თუმცა გამოვლენილი უნარ-ჩვევების გათვალისწინებით გაგზავნილ იქნა შესაბამის ტრენინგზე.

მოვუწოდებთ, როგორც თავად ალექსანდე გოგოლაძეს, ასევე ამ საქმით დაინტერესებულ ყველა აქტორს, თავი შეიკავონ პოლიტიკური სპეკულაციებისგან და საგარეო საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციის მიზნით ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან“, - აღნიშნავენ საგარეო უწყებაში.

ცნობისთვის, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, ალექსანდრე გოგოლაძის ინტერესების დაცვის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი შეტანილ სარჩელში ითხოვს, გოგოლაძის მიმართ დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის გაუქმებას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია