საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და EUROPRIS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პენიტენციურ სისტემაში გატარებულ წარმატებულ რეფორმებსა და თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და EUROPRIS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პენიტენციურ სისტემაში გატარებულ წარმატებულ რეფორმებსა და თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სასწავლო ცენტრი EPTA-ს თავმჯდომარის ეგიდით მასპინძლობდა. მასში ოცდაათამდე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველო 2023 წელს გახდა.

„იუსტიციის მინისტრმა და EUROPRIS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თბილისის კონფერენციის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

გუსტავ ტალვინგმა მადლობა გადაუხადა რატი ბრეგაძეს ღონისძიების ორგანიზებისა და EUROPRIS-თან ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, რომელიც მხარეებს შორის 2023 წლის მაისში ჰააგაში გამართული შეხვედრის შემდეგ განსაკუთრებით გაძლიერდა.

შეხვედრას ესწრებოდა, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე