სუნიტი მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის დედამიწაზე მოვლინების დღეს აღნიშნავენ

დღეს, სუნიტი მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღეს, „მავლიდ ან-ნაბის"აღნიშნავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„ტრადიციის მიხედვით, მუჰამედი დაიბადა 571 წელს მექაში. ამ დღეს მუსლიმები მადლობას უხდიან ალაჰს, სამყაროსთვის მუჰამედის მოვლინების გამო, კითხულობენ ქადაგებებს მისი ცხოვრების შესახებ, ამზადებენ სადღესასწაულო კერძებს, ეპატიჟებიან ნათესავებს და მეგობრებს. მიღებულია ბავშვების დასაჩუქრება და მოწყალების დარიგება ღარიბებისთვის.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სუნიტ მუსლიმებს ამ დღესასწაულს, სიკეთეს და საყოველთაო მშვიდობას უსურვებს მათ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს