გიორგი ვაშაძე პრემიერს - ველოდები პასუხს საჯარო დებატებზე, თუ მართალი ხართ, არ უნდა შეგეშინდეთ, თუ ტყუით, ბოდიში მოუხადეთ საზოგადოებას, რომ ბლოკავთ 14 მილიარდიან დაფინანსებას

14 მილიარდი ევრო, 14 მილიარდი ევრო შეგვიძლია მოვიზიდოთ ევროპული ფონდებიდან იმისთვის, რომ განვავითაროთ საქართველო, სოფლის მეურნეობა, წარმოება, განათლება, სოციალური მიმართულებები, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ირაკლი კობახიძესთან საჯარო დებატების შემთხვევაში დაასახელებს იმ თითოეულ ფონდს, საიდანაც არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, 14 მილიარდიან დაფინანსებას მოიპოვებენ.

„14 მილიარდი ევრო, 14 მილიარდი ევრო შეგვიძლია მოვიზიდოთ ევროპული ფონდებიდან იმისთვის, რომ განვავითაროთ საქართველო, სოფლის მეურნეობა, წარმოება, განათლება, სოციალური მიმართულებები. არ დარჩება სოფელი, სადაც არ იქნება წყალი, არ იქნება სოფლის მეურნეობა განვითარებული, არ დარჩება რეგიონი, სადაც არ იქნება წარმოება, შევქმნით სამუშაო ადგილებს. ამ 14 მილიარდს, ჩემო კარგებო, დღეს ბლოკავს „ოცნება“, რომელმაც გადაუხვია ევროინტეგრაციის გზას და ისინი ძალიან ნერვებაშლილები არიან იმიტომ, რომ ჩვენ გამოვიჭირეთ კიდევ ერთ საკითხში, რომ ისინი ბლოკავენ 14 მილიარდის მოპოვებას.

მეორე დღეა უკვე ველოდები ბატონი ირაკლი კობახიძისგან პასუხს დებატებთან დაკავშირებით. ბატონო ირაკლი, გთავაზობთ საჯარო დებატებს, სადაც ყველა იმ ფონდის სახელწოდებას მოვიტანთ, სადაც თქვენ გაჩვენებთ, თუ საიდან ვაპირებთ 14 მილიარდის მოზიდვას. რატომ გაურბიხართ პასუხს? რატომ ბლოკავთ 14 მილიარდიან დაფინანსებას და რატომ გაურბიხართ საჯარო დებატებს, სადაც ხალხის თვალწინ დაგისახელებთ სათითაოდ ყველა იმ ფონდს, საიდანაც ვაპირებთ 14 მილიარდის მოზიდვას.

ველოდები პასუხს თქვენგან, თუ მართალი ხართ არ უნდა შეგეშინდეთ საჯარო დებატების, ხოლო თუ ტყუით, ბოდიში მოუხადეთ საზოგადოებას, რომ თქვენ ბლოკავთ ამ თანხის მიღებას საქართველოსთვის, ისევე, როგორც დაბლოკეთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და 26 ოქტომბერს ჩვენ ამ ბლოკს აუცილებლად ავხსნით - 14 მილიარდი საქართველოს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“, - განაცხადა ვაშაძემ.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი