„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზონის უფროსი დიმიტრი კვანტალიანი ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მმართველი პარტიის შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზონის უფროსი დიმიტრი კვანტალიანი ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მმართველი პარტიის შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა.

როგორც „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში თავად კვანტალიანმა გაავრცელა.

მმართველი პარტიის შეფასებით, კვანტალიანის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა აღიარებაა, რომ ის „ქართული ოცნების“ კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მივიდა.

„ავტო-ქარხანაში „ქოცური“ პროპაგანდის შეხვედრის წინააღმდეგ! გადაღების შესაძლებლობა არ მომცეს! 26-ში დაგასრულებთ ქართველი ხალხი!” - წერს დიმიტრი კვანტალიანი “ფეისბუქზე”.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!