გიორგი ბოტკოველი - თუ ვინმემ იცის შრომის ფასი, ეს ქართველი მევენახეა, რომელიც  მთელი წელი ელოდება სექტემბერს და ეს არის მისი ბედნიერების თვე, მაგრამ ივანიშვილის ხელში სექტემბერი უბედური თვე გახდა

თუ ვინმემ იცის შრომის ფასი, ეს ქართველი მევენახეა. ქართველი მევენახე მთელი წელი ელოდება სექტემბერს და ეს არის მისი ბედნიერების თვე, მაგრამ ივანიშვილის ხელში სექტემბერი უბედური თვე გახდა, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისი თქმით, ყურძნის არსებული ფასი არის იმ მევენახეების დაცინვა და შეურაცხყოფა, რომლებიც მთელი წელი შრომობენ და ელოდებიან შემოსავალს, რომელიც მათი ოჯახებისთვის ძირითადი წყაროა.

„სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ მევენახეებს ვთავაზობთ კონკრეტულ ფასებს კონკრეტული ჯიშის ყურძნებზე და ამას არ გააკეთებს სახელმწიფო: ეს მოხდება იმ გატარებული ღონისძიებების შედეგად, რასაც ჩვენ მოვიმოქმედებთ და რომელთა შედეგადაც, მაგალითად, რქაწითელის ფასი იქნება 2 ლარი- 2 ლარი და 50 თეთრი, ხოლო საფერავის შემთხვევაში იქნება 3 ლარი - 3 ლარი და 50 თეთრი“-განაცხადა ბოტკოველმა.

მისი განმარტებით, ამ ფასებს მევენახეებს სთავაზობენ მას მერე, რაც ქვეყანას ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება ეყოლება „და არა საკუთარი ჯიბეების გასქელებაზე, რაც არის ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი მიზანი და ამოცანა“.

„გუშინ ჩვენ მოვისმინეთ პრემიერმინისტრის განცხადება, რომელსაც ჰგონია, რომ მასავით უთავმოყვარეოა ვინმე. ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, კახელ მშრომელ მევენახეებს აქვთ თავმოყვარეობა და ხელისუფლების მიერ გადმოგდებული 20 თეთრი, ყოველივე იმის შემდეგ, რაც ჩვენ შევთავაზეთ, როგორი უნდა იყოს ყურძნის ფასი თავისუფალი ბაზრის პირობებში, მოვისმინეთ, რომ საფერავის ფასი გახდება 1,5 ლარი. ნახევარზევე ვერანაირად ვერ ასახავს იმ შრომას, რაც ჩადებულია ვენახში საფერავის შემთხვევაში და ალბათ, ხელისუფლების წარმომადგენლები ელოდებიან, რომელ შაბათს ჩავა ბიძინა ივანიშვილი კახეთში და იქიდან ილაპარაკებს, როგორ დაუმატა გლეხებს 20 თეთრი პროდუქციაზე, რომელიც მისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

ამიტომ, გამოსავალი არის ერთი: არა ის დაპირებები, რომლებიც აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და აუფასურებს თითოეული მოქალაქის შემოსავალს, არამედ ის, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ დაფასდება თითოეული მევენახის, ნებისმიერი ადამიანის შრომა და თავისუფალი ბაზრის პირობებში რქაწითელის ფასი იქნება 2-2,50 ლარი, ხოლო საფერავის შემთხვევაში კი 3 - 3,50 ლარი. ხელისუფლება ვითომ ცდილობს, შეუცვალოს პოზიცია ადამიანებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ 26 ოქტომბერს გაისტუმრონ ეს მატყუარა და მავნებელი ხელისუფლება, მაგრამ სინამდვილეში მათი ტყუილები ვერაფერს შეცვლის", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა