ლევან ზალკალიანი -  იმერეთში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია ჩვენთვის პრიორიტეტია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევესხვადასხვა ფონდებიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 25 474 271 ლარი აქვს გამოყოფილი. აღნიშნული თანხით 227 პროექტი არის დაფინანსებული.

ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტებს შორის არის როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ასევე, რეკრეაციული სივრცეების, კულტურული და საგანმანათლებლო შენობების, სპორტული ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების სისტემებისა და სხვა პრიორიტეტული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის განმარტებით, რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად წყალტუბოში, ამ მიმართულებით შესრულებული და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. დევნილთა დასახლებაში (გვიშტიბი) 150 ბავშვზე გათვლილი სკოლამდელი დაწესებულება შენდება, ხოლო სოფელ გეგუთში №11 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ხორციელდება.

„ჩვენ, მომავალ თაობას უნდა შევუქმნათ ღირსეული სწავლის პირობები და მათ უნდა მივცეთ საშუალება ისწავლონ კომფორტულ, თანამედროვე სტანდარტების მქონე დაწესებულებებში. რეგიონში, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით შენდება და რეაბილიტაცია უტარდება, როგორც სკოლებს ასევე საბავშვო ბაღებს. დღეს ჩვენ წყალტუბოში ადგილზე გავეცანით სამუშაო პროცესს და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აღნიშნული დაწესებულებები სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს“, - განაცხადა ლევან ზალკალიანმა.

აღნიშნული პროექტები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 5 753 200 ლარით ფინანსდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე