ირაკლი ნადირაძე - პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე ვსაუბრობთ - როგორ ჰქონდეს თითოეულ მოქალაქეს ევროკავშირის პასპორტი, როგორ შეეძლოთ უვიზო მიმოსვლა აშშ-ში, როგორ ექნება ჩვენს ქვეყანას 14 მილიარდ ევროიან ფონდთან წვდომა

პრობლემებზე და ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებზე ვსაუბრობთ - როგორ ჰქონდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროკავშირის პასპორტი, როგორ შეეძლოთ უვიზო მიმოსვლა აშშ-ში, როგორ ექნება ჩვენს ქვეყანას 14 მილიარდ ევროიან ფონდთან წვდომა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, საზოგადოებას სხვა პრობლემებთან ერთად გაზრდილი გადასახადები და მომატებული ფასები აწუხებს.

„ჩვენ ახლა სამგორში ვიმყოფებით, მთავარი პრობლემები, რა თქმა უნდა, გაჭირვება, სიღატაკე, გაზრდილი ფასები, გაზრდილი კომუნალური გადასახადები, საბანკო ოლიგარქია და ფასების მაფიაა, რის გამოც, პროდუქტებზე ფასები გაზრდილია და ასევე ვსაუბრობთ ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებზე, მათ შორის, როგორ ჰქონდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროკავშირის პასპორტი, როგორ შეეძლებათ უვიზო მიმოსვლა აშშ-ში, როგორ ექნება ჩვენს ქვეყანას წვდომა 14 მილიარდ ევროიან ფონდთან, რაც ამ ქვეყანაში მოიტანს მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, უკეთეს პენსიას, უკეთეს ჯანდაცვას და ყველა იმ სიკეთეს, რომელთა არქონის გამოც, სამწუხაროდ, ამჟამად უამრავი ჩვენი თანამოქალაქე ტოვებს ქვეყანას“, - განაცხადა ნადირაძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე