როგორ შეიძლება გამარჯვებისთვის იბრძოდე და გყავდეს ზონდერ პროკურორი გვარამია, ან ზონდერი მელია, უსამშობლო, ჩახდილი „გირჩი-ჯაფარიძე“. თავისი ძმა არ აძლევს ხმას და სხვა პარტიაში, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გადავიდა. როგორ შეიძლება ესენი, ამ სახეებით ემზადებოდნენ გამარჯვებისთვის? არა, ისინი რევოლუციისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი ზარქუა მიმართავს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომ პროვოკაციას არ აჰყვნენ.
„რაც ქუთაისში ვიხილეთ, არც უნდა გაგვიკვირდეს, ჩვენ გვყავს ოპონენტად არა დემოკრატიული პარტია, არამედ, მწვალებელთა პარტია, მოძალადე პარტია, ომის პარტია -კოალიციური „ნაციონალური მოძრაობა“. მისი წარმომადგენლები, ბუნებრივია, ასეთებად ხასიათდებიან - ძალადობით, უხეშობით. ნახეთ, ცხონებული, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა ისეთი სიტყვების კორიანტელი დააყენა, რომ იმ პატიოსან კაცს გული გაუსკდა და გარდაიცვალა. აი, ეს არის ჩვენი რეალობა ამიტომაც ისაუბრა დღეს ჩვენმა კოლეგამ, გივი მიქანაძემ.
ჩვენ არ გვაინტერესებს მწვალებელთა პარტია, რას იტყვის. მათი პოზიცია გასაგებია ჩვენთვის და ქართველი ხალხისთვის. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ დამკვირვებლებმა ობიექტურად მიმოიხილონ და ობიექტური დასკვნები დადონ. არ გავატარებთ! ყველა ნიუსი, ყველა მომენტი, მწვალებელთა პარტიიდან ყველა ასეთი მცდელობა არის ასახული, დასაბუთებული, არგუმენტირებული და ამას პერიოდულად წარმოვადგენთ. ამასთან დაკავშირებით ბოლოში გვექნება ძალიან წარმომადგენლობითი პრეზენტაცია, რომ შემდეგ ვინმეს არ გაუჩნდეს მცდელობა ან ცდუნება, რომ ცალმხრივად მიმოიხილოს. ეს არის და ეს!
ჩვენ, ჩვენ მოქალაქეებს, მხარდამჭერებს, ჩვენ ქართველებს კიდევ ერთხელ ვთხოვთ, მათ პროვოკაციებში არ აჰყვნენ. მათი ამოცანაა პროვოკაციები, საზოგადოების დაყოფა, პოლარიზაცია იმიტომ, რომ ესენი არჩევნებისთვის არ ემზადებიან, ჩვენ ხომ ვთქვით?! - ფაქტები ჩანს. როგორც შეიძლება შენ გამარჯვებისთვის იბრძოდე და ზონდერ პროკურორი გვარამია გყავდეს ან ზონდერი მელია გყავდეს, უსამშობლო, ჩახდილი „გირჩი-ჯაფარიძე“ გყავდეს. თავისი ძმა არ აძლევს ხმას და სხვა პარტიაში, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გადავიდა.როგორ შეიძლება ესენი, ამ სახეებით ემზადებოდნენ გამარჯვებისთვის? არა, ისინი რევოლუციისთვის ემზადებიან. პატრონმა დაუკვეთა და ამისთვის ემზადებიან. თხოვნა იქნება, კიდევ ერთხელ, არ ავყვეთ პროვოკაციებში. მშვიდად, სტაბილურად ჩვენ გამარჯვებამდე მივიდეთ. 26 ოქტომბერი არის ქართველი ხალხის ერის და ბერის გამარჯვების თარიღი“, -განაცხადა ზარქუამ.
მან ასევე ისაუბრა ოპოზიციის საზღვარგარეთ ვიზიტზეც.
„ეს მწვალებელთა პარტია არასამთავრობო ორგანიზაციებით, სატელიტი პარტიებით, გვარამიას და მელიას რომ ახალ სახეებს არქმევენ, ამ მიდგომით და აჯაფსანდალი არჩევნებისთვის არ ემზადებიან. მათ ქართველ ხალხთან ურთიერთობა არ აქვთ, ქართველ ხალხთან სალაპარაკო არ აქვთ. შესაბამისად, ხან დასავლეთში მიემგზავრებიან, ხან ვის ხვდებიან. თავიანთ პატრონებს, გარკვეულ ჯგუფებს ელაპარაკებიან, ვინც დაინტერესებულია, რომ აქ გადატრიალება მოახდინოს და შემდეგ თავიანთი აგენტურა დასვან, როგორც 2003 წელს დასვეს. რა შედეგით დამთავრდა ქართველებისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის, ეს ჩვენ ვნახეთ და არ გავიმეორებ. ისინი არჩევნებისთვის არ ემზადებიან“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.