წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.

„ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის უფროსმა, ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ, “ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ვერიკო კვირკველიამ და ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის წევრებმა, მორიგი შეხვედრები ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართეს.

მოქალაქეებთან შეხვედრისას განიხილეს სოფლებში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ასევე, ისაუბრეს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

„სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ლესა - ტურაულის დამაკავშირებელ გზას და თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლას, აშენდა ახალი საბავშვო ბაღი; ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა გაზიფიცირების სამუშაოები, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში რეაბილიტირდა კულტურის სახლი, ე.წ. კორეის უბანში ვიწყებთ შიდა გზის მოწყობას. ახალგაზრდების სურვილია, რომ ლესისა და ჭინათის ცენტრში მოეწყოს სპორტული მოედანი და ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ თითოეულ შეხვედრაზე ადგილობრივები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და მშვიდობაზე აკეთებენ აქცენტს. მადლობა მათ, რომ უჭერენ მხარს ლანჩხუთის წინსვლას და განვითარებას!“- განაცხადა „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის უფროსმა, მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს