შალვა პაპუაშვილი - ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა ვაქციეთ შესაძლებლობად და არა იარაღად მტრისა თუ მეგობრის ხელში - ასეთია პოლიტიკურად შემდგარი სახელმწიფო და არა ის ლოზუნგების ქვეყანა, რომელშიც ოპოზიციას და მის აქტივისტებს უნდათ რომ დაგვაბრუნონ

წინა ხელისუფლებებისგან განსხვავებით ჩვენ არც ჩავყევით და არც თავი ჩავათრევინეთ. ეს შევძელით იმიტომ, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა ვაქციეთ შესაძლებლობად და არა იარაღად მტრისა თუ მეგობრის ხელში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, გორში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მშვიდობის შენარჩუნებაზე არანაკლებ ძნელია მიტევება, ომის შემდეგ ნდობის აღდგენა, გაერთიანებულ ქვეყანაში საერთო ენის გამონახვა.

“სწორედ ასეთია პოლიტიკურად შემდგარი სახელმწიფო და არა ის ლოზუნგების ქვეყანა, რომელშიც ოპოზიციას და მის აქტივისტებს უნდათ რომ დაგვაბრუნონ. მშვიდობის შენარჩუნებაზე არანაკლებ ძნელია მიტევება, ომის შემდეგ ნდობის აღდგენა, გაერთიანებულ ქვეყანაში საერთო ენის გამონახვა. რაოდენ დიდი ტრაგედიაა, რომ ქართველებსა და ოსებს შორის, წლების განმავლობაში დიდი ძალისხმევით ჩაყრილი ნდობის ნერგები, დღეს ოპოზიციაში მყოფი ადამიანების მიერ, ერთი ხელის მოსმით იქნა გადასხეპილი. ნდობის აღდგენის ნაცვლად, მათ ყველაფერი გააკეთეს დაპირისპირების, მტრობისა და უნდობლობის გაღვივებისთვის. ისინი ერთნაირად ექცეოდნენ ოსებსა და ქართველებს - მათი მთავარი მიზანი და უნარი ხალხის დაჩაგვრა, დამორჩილება და გამწარება იყო, რაც თანაბრად გამოუვიდათ მთელი მოსახლეობის მიმართ, ეთნიკურობის განურჩევლად”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება