შალვა პაპუაშვილი - უკრაინის ტრაგედიის ფონზე, უფრო აშკარა ხდება იმ საფრთხის მასშტაბი, რომლის წინაშეც ჯერ კიდევ ვდგავართ და საკმარისია ერთი შეცდომა, რომ ჩვენი ქვეყანა ხელახლა დაინგრეს და გაპარტახდეს

უკრაინის ტრაგედიის ფონზე, უფრო აშკარა ხდება იმ საფრთხის მასშტაბი, რომლის წინაშეც ჯერ კიდევ ვდგავართ და საკმარისია ერთი შეცდომა, რომ ჩვენი ქვეყანა ხელახლა დაინგრეს და გაპარტახდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, გორში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2008 წლის ეროვნული ტრაგედიის გამო, გორელებმა და შიდა ქართლის მკვიდრებმა, ყველაზე კარგად იციან მშვიდობის ფასი. მისი განცხადებით, რაც დრო გადის, უკრაინის ტრაგედიის ფონზე, მით უფრო აშკარა ხდება იმ საფრთხის მასშტაბი და რეალობა.

„იშვიათია საქართველოს სხვა კუთხე, რომელსაც ამდენი ჭირ-ვარამი, შემოსევა, ნგრევა და ღალატი გადაეტანოს და მაინც ასე მტკიცედ, შეუპოვრად, ერთგულად მოეტანოს დღემდე ქართული სიტყვა, ქართული სული და ქართული შემართება. ყველა მომხდურმა იცის, რომ თუ საქართველოს დაზიანება გინდა, მისი ხერხემალი - შიდა ქართლი - უნდა გატეხო. ამიტომაც, კანონზომიერია, რომ სწორედ ამ მხარეში, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ორი ომის გადატანა მოუხდა საქართველოს - ომების, რომლებმაც სისხლიანი იარა დაგვიტოვა ჩვენც და ჩვენს მოძმე ოს ხალხსაც. 2008 წლის ეროვნული ტრაგედიის გამო, თქვენ, გორელებმა და შიდა ქართლის მკვიდრებმა, ყველაზე კარგად იცით მშვიდობის ფასი. რაც დრო გადის, უკრაინის ტრაგედიის ფონზე, მით უფრო აშკარა ხდება იმ საფრთხის მასშტაბი და რეალობა, რომლის წინაშეც ჯერ კიდევ ვდგავართ და საკმარისია ერთი გაუფრთხილებელი მოძრაობა, ერთი შეცდომა, რომ ჩვენი ქვეყანა და ეს მხარე ხელახლა დაინგრეს და გაპარტახდეს; ჩვენი ხალხი კიდევ ერთხელ შევიდეს ომებისა და ნგრევის ჩაკეტილ წრეში, რომელსაც ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკით, როგორც იქნა, თავი დავაღწიეთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს