ირაკლი კობახიძე - ეს არის ძალიან პრინციპული არჩევნები, გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობა აკეთებს მარტივ არჩევანს - ან ომი, ან მშვიდობა

დღეს გორში გვქონდა შიდა ქართლის მოსახლეობასთან შეხვედრა, ჩვენი პარტიის, წევრებთან, მხარდამჭერებთან და აქაც, რა თქმა უნდა, ვსაუბრობდით იმ პოლიტიკურ გზავნილებზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს არის ძალიან პრინციპული არჩევნები და უფრო მეტიც, გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობა აკეთებს, რეალურად, მარტივ არჩევანს.

„მოსახლეობამ უნდა აირჩიოს ან ომი, ან მშვიდობა, ან ის პროპაგანდა, რომელიც არავის მოგვწონს, ან ტრადიციული ფასეულობები, ან უნდა ავირჩიოთ ბნელ წარსულში დაბრუნება, რაც ძალიან მძიმე დაგვამახსოვრა „ნაცმოძრაობამ“, როცა იყო 9 წელი ხელისუფლებაში, ან ხალხმა უნდა აირჩიოს ჩვენი ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავალი. არჩევანი არის ძალიან მარტივი და მე დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი არჩევანი გაკეთდება 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს