მამუკა მდინარაძე - შიდა ქართლში მცხოვრებმა ხალხმა საკუთარ თავზე გამოცადა როგორც ოკუპაციის, ასევე საკუთარი ხელისუფლების ქმედებებისგან გამოწვეული ზიანი - ქართლის ისტორია სამშობლოსთვის უღალატო ბრძოლის ისტორიაა და არა უცხო ძალების დავალებების შესრულება

შიდა ქართლში მცხოვრებმა ხალხმა საკუთარ თავზე გამოცადა როგორც ოკუპაციის, ასევე საკუთარი ხელისუფლების ქმედებებისგან გამოწვეული ზიანი. ქართლის ისტორიაც ეს არის- მშვიდობისთვის, ღირსებისთვის, რწმენისთვის და სამშობლოსთვის უღალატო ბრძოლის ისტორია და არა უცხო ძალების დავალებების შესრულება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გორის მოსახლეობას შეუძლია, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, ოკუპაციის, ომის, მათი თანმდევი წარუშლელი დაღისა და მშვიდობის მნიშვნელობა ასწავლონ.

„მივესალმები შიდა ქართლს. მივესალმები გორს, კასპს, ქარელს, ხაშურს. მივესალმები საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს და ოთხივე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ჩვენს დევნილ მოსახლეობას. მივესალმები ჩვენს დელეგატობის კანდიდატებს, ბატონ ლადო ხინჩეგაშვილს და ბატონ ზაზა დუგლაძეს, ღირსეულ ხალხს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტში შემდეგ მოწვევაში თქვენს რეგიონს.

შიდა ქართლში მცხოვრებმა ხალხმა საკუთარ თავზე გამოცადა როგორც ოკუპაციის, ასევე საკუთარი ხელისუფლების, 2012 წლამდე მაქვს საუბარი, ქმედებებისგან გამოწვეული ზიანი. თქვენ იქით შეგიძლიათ მოუყვეთ და ასწავლოთ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ოკუპაციის, ომის, მათი თანმდევი წარუშლელი დაღის და მეორე მხრივ, მშვიდობის მნიშვნელობის შესახებ. ქართლის ისტორიაც ეს არის - მშვიდობისთვის, ღირსებისთვის, რწმენისთვის და სამშობლოსთვის უღალატო ბრძოლის ისტორია და არა უცხო ძალების დავალებების შესრულება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია