შალვა პაპუაშვილი - დღეს, გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ღალატზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, გვესაუბრა იმ მომავალზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს ოსს ძმებთან და დებთან ერთად - ქართველი ხალხი ყველა კითხვაზე მიიღებს პასუხს

დღეს, გვქონდა წინასაარჩევნო შეხვედრა შიდა ქართლში. განსაკუთრებული ემოციებით დატვირთული შეხვედრა იყო და ჩვენც, ჩვენს გამოსვლებში ვცდილობდით გვესაუბრა იმ დიდი ტკივილზე, რომელიც საქართველოს ღია იარად აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გორში ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა ის ღალატი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა, გამოძიებული იქნება.

„დღეს, გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა იმ დიდი ღალატზე, რომელსაც 2008 წელს ჰქონდა ადგილი „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მხრიდან და გვესაუბრა იმ მომავალზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ერთიან საქართველოში ჩვენს ოსს ძმებთან და დებთან ერთად. ეს არის ის პირობა, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ჩვენს მოსახლეობას, რომ

ყველა ის ღალატი, რომელიც ჩადენილი იყო, ამას ყველაფერს ჩავეძიებით და ქართველი ხალხი ყველა კითხვაზე მიიღებს პასუხს და ეს, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ნდობა ჩვენს ოს თანამოქალაქეებთან აღდგეს და ჩვენ ერთიანი ქართული სახელმწიფო ვაშენოთ, რომელიც ერთი დიდი ოჯახის წევრი გახდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო