კახა კალაძე - მოსახლეობას, პირველ რიგში, ვპირდებით მშვიდობას და ამას მოჰყვება ქვეყნის განვითარებაც

მიუხედავად შემოტევებისა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დროს განსაკუთრებით გამოჩნდა, რომ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ალტერნატივა არ გააჩნია.

„დღეს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შიდა ქართლის მოსახლეობას შევხვდით. ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო ცხადყოფს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია. მიუხედავად შემოტევების, ზეწოლის და ბულინგისა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს. ამის გარეშე, შეუძლებელია რაიმე განვითარებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, სოციალური პროგრამების განხორციელებაზე საუბარი.

შესაბამისად, ჩვენ მოსახლეობას, პირველ რიგში, ვპირდებით ქვეყანაში უწყვეტ მშვიდობას. ცხადია, ამას მოჰყვება ქვეყნის წინსვლაცა და განვითარებაც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს