შალვა პაპუაშვილი - 14 მილიარდზე საუბრით ოპოზიცია შარაგზის ოსტაპ ბენდერად იქცა - დეკემბერში კანდიდატის სტატუსი რომ არ მოგვანიჭეს, ჰქონდათ მთელი წივილ-კივილი ატეხილი მილიონები დავკარგეთო - მივიღეთ სტატუსი, სად არის ეს მილიონები, იქნებ აქედან დაიწყონ

14 მილიარდზე საუბრით ოპოზიცია შარაგზის ოსტაპ ბენდერად იქცა - დეკემბერში კანდიდატის სტატუსი რომ არ მოგვანიჭეს, ჰქონდათ მთელი წივილ-კივილი ატეხილი, რომ არიქა, მილიონები დავკარგეთ. მივიღეთ სტატუსი, სად არის ეს მილიონები, იქნებ აქედან დაიწყონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპოზიციაშიც ყველა ხვდება, რომ ამ ტყუილს არავინ იჯერებს.

„14 მილიარდზე საუბრით ოპოზიცია უკვე შარაგზის ოსტაპ ბენდერად იქცა. უკვე ოსტაპ ბენდერის დონის ტყუილებზე გადავიდა გიორგი ვაშაძე, დღეს ვნახეთ, რომ მაისურზეც კი დაიწერა, იმდენად ხვდება, რომ არავინ იჯერებს ამ ტყუილებს. ოპოზიცია იქცა ჩვეულებრივად შარაგზის ოსტაპ ბენდერად ოპოზიცია. თან გასაკვირი პირობა ჰქონდათ, დებატებში თუ დაგიჯდებით, გავამხელთ რა ფონდებიაო და ისე, საქართველოს მოსახლეობას უმალავენ, საიდან არის ეს ფონდები. ერთ რამეს შეგახსენებთ, იგივე ხალხი, იგივე პოლიტიკოსები და „ენჯეოები“ კანდიდატის სტატუსი რომ არ მოგვანიჭეს, მაშინ ჰქონდათ მთელი წივილ-კივილი ატეხილი, რომ არიქა, მილიონები დავკარგეთ, რომელიც კანდიდატის სტატუსის მონიჭებით უნდა მოეცათ თურმე ჩვენთვის. მივიღეთ კანდიდატის სტატუსი დეკემბერში, სად არის ეს მილიონები, ჯერ ამას ველოდებით, იქნებ აქედან დაიწყონ. მოითხოვონ ის მილიონები, რომლებიც გვეკუთვნის თურმე და არ მოუციათ და შემდეგ გადავიდნენ მილიარდებზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს