დავით კოდუა - კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევა არის უდიდესი ძალა ჩემი დიდი პასუხისმგებლობით სავსე საქმიანობაში

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პატრიარქმა დავით კოდუა დალოცა და ჯვარი აჩუქა.

„სიწმინდეების მოლოცვის დროს, ღვთისგან მომეცა წყალობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს-მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს შევხვედროდი.

კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევა უდიდესი ძალაა ჩემი დიდი პასუხისმგებლობით სავსე საქმიანობაში. ერის სულიერ წინამძღვართან გატარებული თითოეული წუთი, არის ჩემს სიცოცხლეში არსებული ყველაზე დიდი ბედნიერება. მადლობა უწმინდესსა და უნეტარესს ზუგდიდის დალოცვისთვის და გამოხატული უდიდესი მამაშვილური სიყვარულისთვის!

უწმინდესის ბოძებულ ჯვარს მთელი სიცოცხლე რწმენითა და სიყვარულით ვატარებ! პატრიარქის წინასწარმეტყველება აუცილებლად ახდება - საქართველო გამთლიანდება და ჩვენ ყველა ერთად ვილოცებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში!

გვქონდა შესაძლებლობა პატივი მიგვეგო უწმინდესის მშობლების საფლავისთვის!

მადლობა სამყაროს შემოქმედს და დედაღვთისმშობელს ამ შესაძლებლობისთვის!" - წერს დავით კოდუა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს