პრემიერ-მინისტრი გორის აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძარში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესთან ერთად, გორის აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძარში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლებს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ უმასპინძლა.

„მეუფე პრემიერს ტაძრის მშენებლობის პროცესზე ესაუბრა და ხაზი გაუსვა ფონდ "ქართუს" ფინანსური მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რის შედეგადაც დასრულდა გუმბათი, თაღები და სამშენებლო პროცესის დასკვნითი ნაწილი.

ტაძარში სამუშაოები აქტიურად გრძელდება. მთავრობის მეთაურმა მეუფეს მშენებლობის პროცესში სახელმწიფოს თანადგომა აღუთქვა.

მიტროპოლიტმა ანდრიამ ხელისუფლების წარმომადგენლებს საჩუქრად ხატები გადასცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება