გიორგი ვაშაძე - ბიძინა ივანიშვილი მარცხდება და ამიტომ აქვს ერთადერთი ამოცანა: უსაფრთხო დაბინავება რუსეთში

ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ 20%-იანი „ქართული ოცნება“ არჩევნებში მარცხდება - ის ამ განცხადებას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ შემდეგ ჰქონდეს უსაფრთხო დაბინავების უფლება რუსეთში, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანაა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქართული პოზიციები დასუსტდეს.

ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ 20%-იანი „ქართული ოცნება“ არჩევნებში მარცხდება. მან ვერ შეძლო ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება და ამით საქართველოსთვის 14 მილიარდის დაბლოკვა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს აქვს ერთადერთი ამოცანა: უსაფრთხო დაბინავება რუსეთში. ის ამ განცხადებას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ შემდეგ ჰქონდეს უსაფრთხო დაბინავების უფლება რუსეთში. რადგან [რუსეთს] ვერცერთი დავალება ვერ შეუსრულა ქართველი ხალხის ბრძოლის გამო, ახლა საერთაშორისო ასპარეზზე ქართული პოზიციების დასუსტება არის მისი ამოცანა, რომ ის მარცხის შემდეგ უსაფრთხოდ დაბინავდეს რუსეთში. სხვა ამოცანა ბიძინა ივანიშვილს არ გააჩნია. ასე რომ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს, მოვუწოდებ, რომ გაახილონ თვალი, აღარ ღირს ამ მარცხისთვის განწირული, 20%-იანი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა და ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოება არ არის მათი საზრუნავი. ჩვენი ყველას საზრუნავი არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. გავხდებით ევროკავშირის წევრი, 14 მილიარდიან ფონდსაც ავამოქმედებთ საქართველოსთვის და ამ ქვეყანაში მშვიდად და წყნარად ვიცხოვრებთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო