ბუკა პეტრიაშვილი - ივანიშვილის რეჟიმმა დაანონსა სახელმწიფოებრიობის გაუქმებასთან ერთად ქართული დიპლომატიის გაქრობაც - დუმილი და უმოქმედობა არა უბრალოდ დანაშაული, არამედ სახელმწიფო ინტერესების ღალატია!

ივანიშვილის რეჟიმმა ხაზი გადაუსვა ქართული დიპლომატიის ბრძოლას და რეალურად, დაანონსა სახელმწიფოებრიობის გაუქმებასთან ერთად ქართული დიპლომატიის გაქრობაც!,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამ შემთხვევაში დუმილი და უმოქმედობა არა უბრალოდ დანაშაული და კონფორმიზმია, არამედ სახელმწიფო ინტერესების ღალატია!

„ქართული დიპლომატიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება სწორედ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად არაღიარების წარმატებული პოლიტიკაა. წარმოუდგენელი ძალისხმევა იყო საჭირო იმისთვის, რომ რუსეთი ამ ფრონტზე დაგვემარცხებინა. ივანიშვილის რეჟიმმა ხაზი გადაუსვა ქართული დიპლომატიის ბრძოლას და რეალურად დაანონსა სახელმწიფოებრიობის გაუქმებასთან ერთად ქართული დიპლომატიის გაქრობაც! ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ დუმილი და უმოქმედობა ამ შემთხვევაში არა უბრალოდ დანაშაული და კონფორმიზმია, არამედ სახელმწიფო ინტერესების ღალატია!

26 ოქტომბერს, ჩვენ ამ უმძიმეს რეალობას შევცვლით და შევუდგებით პასუხისმგებლიანი, ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული საგარეო პოლიტიკის გატარებას!“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა