საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია „არა კრემლის დიქტატს“ დასრულდა

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია: „არა კრემლის დიქტატს“ დასრულდა.

პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ის განცხადება გააპროტესტეს, სადაც მან აღნიშნა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

როგორც აქციის ორგანიზატორები, მოძრაობა „დაფიონის“ წევრები განმარტავენ, ივანიშვილის აღნიშნული განცხადება „საქართველოს და მისი გმირების შეურაცხყოფაა”.

აქციაზე ისმოდა შეძახილები „საქართველოს გაუმარჯოს“, ასევე, მიტანილი ჰქონდათ საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ფოტო.

ცნობისთვის, გუშინ გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება