ირაკლი კობახიძე -  ივლისში  გვქონდა  13%-იანი ეკონომიკური ზრდა, მთავარია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რაც საუკეთესო გზაა უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევისკენ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ 9,7% შეადგინა. აღნიშნულის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, ახლა მთავარი ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაა.

„პირველად ვიკრიბებით, მას შემდეგ, რაც ივლისის თვის ეკონომიკური ზრდის მონაცემები გამოქვეყნდა. ჩვენ ივლისში 13%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, შესაბამისად, 7 თვის საშუალო ზრდამ 9,7% შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში და რეგიონის ქვეყნებს შორის და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩვენთვის მთავარია სწორედ ეკონომიკური ზრდის ამ მაღალი ტემპის შენარჩუნება, რაც საუკეთესო გზაა უმუშევრობის, სიღარიბის დაძლევისკენ და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ამაღლებს კეთილდღეობის ხარისხს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა კობახიძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა