პრემიერი - სექტემბერ-ოქტომბერში 60 სკოლის რეაბილიტაცია და 100-მდე სკოლის მშენებლობა დასრულდება, შემოდგომაზე დაიწყება 15-ის მშენებლობის და 23-ის რეაბილიტაციის პროცესი - 28 000-ზე მეტი მოსწავლე განახლებულ სკოლებში ისწავლის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

როგორ მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სექტემბერ-ოქტომბერში 60 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდება, ხოლო წლის ბოლომდე მთლიანად 100-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი იქნება დასრულებული.

„მინდა მოსწავლეებს და სტუდენტს ახალი სასწავლო წლის დაწყება მივულოცო. განსაკუთრებით პირველკლასელებს და პირველკურსელებს მივულოცავ, მათ ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ყველას მინდა წარმატებები ვუსურვო, წარმატებული სწავლა არის ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ყველაზე მყარი საფუძველი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველას სწავლაში ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ. აგრეთვე, პედაგოგებს მინდა მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება.

ჩვენ სასკოლო ინფრასტრუქტურული შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. სექტემბერ-ოქტომბერში 60 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდება, ასევე, წლის ბოლომდე მთლიანად 100-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი დასრულდება. შედეგად, 28 000-ზე მეტი მოსწავლე სწავლას განახლებულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სკოლებში განაგრძობს. ასევე, შემოდგომაზე პროცედურები დაიწყება 15 საჯარო სკოლის მშენებლობის და 23 სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის. გათვალისწინებულია ყველა შესაბამისი სკოლის აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ამ მიმართულებით, მომავალშიც აქტიურად ვიზრუნებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია