შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია არ აპირებს, რომ არჩევნების შედეგები აღიაროს და აქედანვე ამზადებს საბაბს - ისინი რადიკალური წინასაარჩევნო კამპანიისთვის და არჩევნების შემდეგ რადიკალური დღის წესრიგისთვის ემზადებიან

ეს არის პირდაპირ იმის აღიარება, რომ ოპოზიცია რადიკალური წინასაარჩევნო კამპანიისთვის და არჩევნების შემდეგ რადიკალური დღის წესრიგისთვის ემზადება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 27 პარტიიდან ხელი მხოლოდ ექვსმა მოაწერა.

მისი თქმით, ეს არის ის ტრადიცია, რომელიც ოპოზიციას 2012 წლიდან აქვს და ისინი ახლაც აპირებენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ აღიარონ.

„ეს აჩვენებს და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რადიკალური ოპოზიცია სინამდვილეში ემზადება არჩევნების მეორე დღისთვის და მისი არ აღიარებისთვის. ეს არის ის ტრადიცია, რომელიც მათ 2012 წლიდან აქვთ. არც 2012 წლის არჩევნები აღიარეს, არც 2016-ის, არც 2020-ის. სამივე არჩევნებზე დრო და წნეხი დასჭირდათ იმისთვის, რომ ეღიარებინათ შედეგები. რა თქმა უნდა, აქაც იმავე ლოგიკას მიჰყვებიან და აპირებენ, რომ ეს არჩევნები [2024 წლის საპარლამენტო] არ აღიარონ - აქედანვე ამზადებენ საბაბს. მათ შორის ის, რომ არ უნდათ ელემენტარულ სტანდარტზე აიღონ პასუხისმგებლობა. იმედი მაქვს, რომ ამას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები ყურადღებას მიაქცევენ. ეს არის პირდაპირ იმისი აღიარება, რომ ოპოზიცია რადიკალური წინასაარჩევნო კამპანიისთვის და არჩევნების შემდეგ რადიკალური დღის წესრიგისთვის ემზადება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის