შალვა პაპუაშვილი - როგორც ვხვდები, მიხაილ როთი ოპოზიციის მხარდასაჭერადაა ჩამოსული და ალბათ, მასთან შესახვედრად ოპოზიციის რიგი დადგება - მან შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, ამიტომ ჩვენ მასთან შეხვედრის არანაირი სურვილი არ გვაქვს

როგორც ვხვდები, ის ოპოზიციის მხარდასაჭერად არის ჩამოსული და ალბათ, მასთან შესახვედრად ოპოზიციის რიგი დადგება - ამ ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, ამიტომ ჩვენი მხრიდან მასთან შეხვედრის არანაირი სურვილი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან გერმანელი პოლიტიკოსის, მიხაილ როთის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, როთიმ შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი ხალხის ეკლესიას, ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებას და ქართულ დემოკრატიას იმით, რომ როგორც უცხოელი პოლიტიკოსი, ანტისახელისუფლებო დემონსტრაციაზე რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად დადგა.

„როგორც ვხვდები, ის ოპოზიციის მხარდასაჭერად არის ჩამოსული და ალბათ, მასთან შესახვედრად ოპოზიციის რიგი დადგება. ამ ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, ამიტომ ჩვენი მხრიდან მასთან შეხვედრის არანაირი სურვილი არ არის. მან შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი ხალხის ეკლესიას, ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებას და ქართულ დემოკრატიას იმით, რომ როგორც უცხოელი პოლიტიკოსი, ანტისახელისუფლებო დემონსტრაციაზე რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად დადგა. ამიტომ, ის ჯერ იმაში უნდა ჩამოყალიბდეს, თუ რა დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან. ქართველ ხალხს მიაყენა შეურაცხყოფა, ამიტომ ამით ყველაფერი ნათქვამია. სამწუხაროა, რომ ამ საკითხზე სინანული მისი მხრიდან დღემდე არ გვსმენია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ როდესაც უცხოელი პოლიტიკოსი ოპოზიციის მხარდასაჭერად ჩამოდის, ეს ნიშნავს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას და უცხო ქვეყნის წარმომადგენლის შიდა პოლიტიკაში და საარჩევნო კამპანიაში ჩარევას.

„თუმცა, ვხედავთ, რომ ოპოზიცია იწონებს ამ პოზიციებს, მის მიერ ეკლესიის, ხელისუფლების, ხალხის შეურაცხყოფას, ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ მასთან შესახვედრად რიგი დადგება. ქართველ ხალხს 26 ოქტომბერს ექნება შესაძლებლობა აირჩიონ: უნდათ, იარონ მიხაილ როთის ჭკუაზე თუ საკუთარ ჭკუაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, გერმანიაში წინასაარჩევნო კამპანიის დროს რომელიმე ქვეყნის პოლიტიკოსი რომ ჩასულიყო და ისე მოქცეულიყო, როგორც ბატონი როთი იქცევა, ეს იმ ქვეყანაში დიდი სკანდალი იქნებოდა.

„საერთო ჯამში პრობლემა ეს არის, რომ ზოგს ევროპელობა პატარა ქვეყნების ზემოდან ყურება ჰგონია. რა ვქნათ, რაღაც დონემდე რაღაცებს ვეგუებით, თუმცა ერთი რამ ჩვენ ხელშია - ამაზე საჯაროდ საუბარი და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვიზამთ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი