პარლამენტის თავმჯდომარე - სხვა გზა არ არსებობს გარდა შერიგებისა, შერიგების გზა კი, თავის მხრივ, არის გააზრებაში, თუ რა ჭრილობები გვაქვს ჩვენ ერთმანეთისთვის მიყენებული და სადაც საჭირო იქნება, იქ სინანული და ურთიერთშენდობა

ორი დღეა ოპოზიცია, ოპოზიციის მედია და NGO-ები ოს ხალხს ეძახიან მკვლელებს, ომის დამნაშავეებს. შუღლის ამაზე მეტი გაღვივება რა უნდა იყოს?! – როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციას და ზოგიერთ NGO-ს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ესახება ომის გზით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი, შერიგება კი გულისხმობს იმის გააზრებას, თუ რა ჭრილობები გვაქვს ჩვენ ერთმანეთისთვის მიყენებული და სადაც საჭირო იქნება, იქ სინანული და ურთიერთშენდობა.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მსხვერპლი ვართ ორივე - ქართველებიც და ოსებიც და შესარიგებლად ეს პროცესი საჭიროა.

„ჩვენ და ქართველ ხალხს გვაქვს ერთადერთი ეროვნული მიზანი - ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციას და ზოგიერთ NGO-ს ესახება ომის გზით. მათ ეს გვაჩვენეს ადრეც, გვაჩვენეს 2022 წელსაც და გვაჩვენებენ დღესაც, როცა ამბობენ, რომ არანაირი შერიგება არ უნდა იყოს, რომ ოსები არიან თურმე დამნაშავეები. ომის დამნაშავეებად გამოაცხადეს მთლიანი ერი ამ NGO-ებმა და ოპოზიციამ. მეორე გზა არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი გზა, რომელიც გადის შერიგებაზე. სხვა გზა არ არსებობს გარდა შერიგებისა და შერიგების გზა, თავის მხრივ, არის მხოლოდ ერთ რამეში - გააზრებაში, თუ როგორ მივედით იქამდე, რომ დღეს დაშორებულები ვართ. გააზრებაზე, ყველაფერზე დაფიქრებაზე, სინანულზე და ურთიერთშენდობაზე, სადაც საჭირო არის.

ელემენტარული ჭეშმარიტება არის შემდეგი. პირველი - არ არსებობს იმაზე მაღალი მიზანი, ვიდრე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მეორე - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდება მხოლოდ მშვიდობიანი გზით. მესამე - მშვიდობიანი გზა გულისხმობს შერიგებას, მეოთხე - შერიგება გულისხმობს გააზრებას იმისა, თუ რა ჭრილობები გვაქვს ჩვენ ერთმანეთისთვის მიყენებული და სადაც საჭირო იქნება იქ სინანული, სადაც საჭირო იქნება იქ ურთიერთშენდობა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ის ადამიანები, ვინც ჩვენი ჯარისკაცები აწამა, ომის დამნაშავეები არიან და პასუხს აგებენ მართლმსაჯულების წინაშე.

„ისევე როგორც ის ომის დამნაშავეები, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებს აწამებდნენ და ომის დანაშაული ჩაიდინეს, არ წარმოადგენდა ოს ხალხს, ისევე არ წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს. ამიტომ, რა თქმა უნდა, რაც შეეხება წინა ხელისუფლების და მიხეილ სააკაშვილის როლს - გაცხადებული გვაქვს, რომ ჩავეძიებით,“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია