ლევან ბეჟაშვილი - მოვითხოვთ, ივანიშვილმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე - სიმბოლურია, რომ რუსეთმა ეს განცხადება ივანიშვილს სწორედ გორში გააკეთებინა

მოვითხოვთ, ივანიშვილმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე იმ მოღალატეობრივი განცხადების გამო, რომელიც გორში გაკეთდა და სიმბოლურია, რომ რუსეთმა ეს განცხადება ივანიშვილს სწორედ გორში გააკეთებინა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ალვანში, გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან განაცხადა.

მისივე მტკიცებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მოღალატეობრივმა განცხადებამ სრულიად საქართველო შეძრა.

ბიძინა ივანიშვილის მოღალატეობრივი განცხადება კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ნიღაბი ჩამოიხსნა და დღეს, ივანიშვილის პარტია გადაქცეულია რუსეთის ინტერესების გამტარებლად. მოღალატეობრივმა განცხადებამ სრულიად საქართველო შეძრა და განსაკუთრებით, კახეთი, სადაც რუსული აგრესიის მსხვერპლი, უამრავი ეროვნული გმირია დასაფლავებული.

სწორედ, ამიტომ მოვითხოვთ ჩვენ, რომ ივანიშვილის პარტიამ და თავად ივანიშვილმა ბოდიში ქართული საზოგადოების, ვეტერანების, თითოეული ქართველი გმირის ოჯახის წევრების წინაშე მოიხადონ, იმ მოღალატეობრივი განცხადების გამო, რომელიც გორში გაკეთდა და სიმბოლურია, რომ რუსეთმა ეს განცხადება ივანიშვილს, სწორედ, გორში გააკეთებინა. ამიტომ მოვითხოვთ, რომ ივანიშვილმა ბოდიში საზოგადოების წინაშე მოიხადოს, ხოლო საზოგადოებამ 26 ოქტომბერს ნათელი არჩევანი ევროპული კეთილდღეობისკენ უნდა გააკეთოს და არა სიღატაკისა და იზოლაციისკენ, რასაც ივანიშვილი რუსული ვექტორის გავლენით გვთავაზობს. სწორედ, 26 ოქტომბერი უნდა იყოს პასუხი იმ მოღალატეობრივ განცხადებაზე, რომელიც ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის