შალვა პაპუაშვილი - მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე პრემიერი გახდა, ოპოზიციას 7-ჯერ შეეძლო მასთან საპარლამენტო ფორმატში დებატები, არც ერთი ინტერპელაცია არ გამოიყენეს - რატომ არ გამართეს? იმიტომ, რომ ეშინიათ

მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი გახდა, ოპოზიციას 7-ჯერ შეეძლო მასთან საპარლამენტო ფორმატში დებატები. არც ერთი ინტერპელაცია არ გამოიყენეს, შეეძლოთ, პარლამენტში დაებარებინათ და მასთან დებატები გაემართათ, რატომ არ გამართეს? იმიტომ რომ ეშინიათ, სინამდვილეში, არაფერი სათქმელი არ აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, 14 მილიარდიანი დაფინანსების დაკარგვასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები „ოსტაპ ბენდერის დონის ტყუილია“.

„თუ ეს სიმართლეა, რაში სჭირდება ამას დებატები, ქართველ ხალხს უმალავენ ამ სიმართლეს, თუ რა ჰგონიათ, ღირსი არ არის ხალხი, რომ იცოდეს? ეს არის „ოსტაპ ბენდერის“ დონის ტყუილები, რასაც ოპოზიცია ავრცელებს. გიორგი ვაშაძეს პრინციპში შეეფერება, ის ეჭიდება ხოლმე მსუყე ტყუილებს, წვრილმან ტყუილებს არ კადრულობს, ამიტომ მის სტილშია ეს ყველაფერი. ამას წინათ ვთქვი, ალბათ, ერთ კვირაზე მეტია, რაც ეს აბსოლუტური აფერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამოიწყო 14 მილიარდთან დაკავშირებით. ჩვენ გვყავს NGO-ები, რომლებიც მილიონებს იღებენ უცხოეთიდან იმისთვის, რომ თითქოს, დეზინფორმაცია უნდა ამხილონ, მათ შორის, განსაკუთრებით, საარჩევნო კამპანიაში ტყუილები ამხილონ. სწრაფები არიან ხოლმე იმისთვის, რომ იქნებ, „ქართული ოცნება“ რაღაცაში გამოიჭირონ და ა.შ. არც ერთ, უცხოური დაფინანსების NGO-ს ხმა არ ამოუღია ამ სიყალბეზე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს, ესეც უცხოური ჩარევაა არჩევნებში, რადგან უცხოელები იხდიან ფულს და გვეუბნებიან, ეს არის ინდიკატორი, თუ ეს NGO იტყვის, რომ ტყუილია, ე.ი. ტყუილია, თუ ჩუმად არის, ე.ი. ეს ტყუილი არ ყოფილა, ასე ჰყავთ გაჩუმებული ეს NGO-ები, ხმას არ იღებენ იმისთვის, რომ ამ ტყუილმა და სიყალბემ მოიაროს მედია, სოცქსელები, ადამიანის ტვინში შევიდეს და გაჯდეს, როგორც სიმართლე, ესეც უცხოური ჩარევის ერთ-ერთი მაგალითია, როცა დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი ე.წ. NGO-ები, მილიონერი NGO-ები ჩუმად არიან და ამაზე ხმას არ იღებენ.

რაც შეეხება დებატებს, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი გახდა, ოპოზიციას 7-ჯერ შეეძლო მასთან საპარლამენტო ფორმატში დებატები. არც ერთი ინტერპელაცია არ გამოიყენეს, შეეძლოთ, პარლამენტში დაებარებინათ და მასთან დებატები გაემართათ, რატომ არ გამართეს? იმიტომ რომ ეშინიათ, სინამდვილეში, არაფერი სათქმელი არ აქვთ. ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ მათი მთელი წინასაარჩევნო კამპანია უცხოური განცხადებებია. დღე არ გადის - ახლა მიხაილ როთი ჩამოვიდა, სადღაც რაღაც განცხადებაა, ყოველდღე აძლევენ თემას ოპოზიციას იმისთვის, რომ რაღაც სასაუბრო იყოს, თავად ოპოზიციას არაფერი სათქმელი არაფერი აქვს. მთლიანად, მათი კამპანია აწყობილი და მართულია გარედან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი