კახა კალაძე - პატარა ნაბიჯი გადაიდგა და რა დღეში ჩავარდით? - როცა კონკრეტიკაზე მივა საუბარი და იმედი მაქვს, ეს მალე იქნება, შეიძლება ტანკი ითხოვოთ თქვენი პატრონებისგან და ქვეყანას დაუპირისპირდეთ, რათა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ მოხდეს

ნახეთ, პატარა ნაბიჯი გადაიდგა [ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ] და რა დღეში ხართ? რა მდგომარეობაში ჩავარდით? დარწმუნებული ვარ, როდესაც კონკრეტიკაზე მივა საუბარი და იმედი მაქვს, ეს მალე იქნება, შეიძლება ტანკი ითხოვოთ თქვენი პატრონებისგან და დაუპირისპირდეთ ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას, რათა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყანას არ ეყოლებოდა არც ერთი დაღუპული გმირი, რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობრივი ქმედებები”.

„ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, რასაც თქვენ ახორციელებთ და ქადაგებთ უკვე მესამე დღეა. ამას ჰქვია სუფთა პოლიტიკური სპეკულაცია, ტექსტიდან ამოგლეჯილი. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის სამარცხვინო, რასაც თქვენ კადრულობთ. მაჩვენეთ კონკრეტული წინადადება, სადაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ოკუპანტებს ან მკვლელებს მოვუხდით ბოდიშს. სად იყო ასეთი რამ ნათქვამი? ეს არის ტყუილი და მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც დგამს ნაბიჯებს, რათა მოვახდინოთ ქვეყნის გამთლიანება. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ყველა ღირსეული

ადამიანისთვის, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა და სამშობლო, არის ნომერ პირველი პრიორიტეტი.

ერთი რამ მინდა გითხრათ, თქვენ საუბრობდით დაღუპულ გმირებზე, ამაზე სპეკულირებდით. არც ერთი დაღუპული ადამიანი, ჩვენი გმირი არ იქნებოდა, რომ არა თქვენი ბინძური პოლიტიკა, თქვენი მოღალატეობრივი ქმედებები, რაც 2008 წელს აკადრეთ ქვეყანას, აკადრეთ ქართველ ხალხს, დავალება გარედან შეასრულეთ, დააკარგვინეთ ქვეყანას ტერიტორიები. ამით დავკარგეთ ჩვენ ჩვენი გმირები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ათი ათასობით ადამიანი დევნილად აქციეთ. ეს იყო თქვენი მოღალატეობრივი პოლიტიკა, რისთვისაც გარწმუნეთ და გაძლევთ პირობას, მოგიწევთ პასუხის გაცემა აუცილებლად”, - მიმართა კახა კალაძემ ჟურნალისტს.

ამასთან, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას” კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება იმისთვის სჭირდება, რომ მათ შორის, მოხდეს ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება.

„ქართულმა ოცნებამ” რამდენჯერმე გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება. იქ ჩამოთვლილია, რატომაა ეს მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი მათგანი არის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული. ზუსტად ამ რადიკალურ დაჯგუფებას, რომელიც დღეს ოპოზიციის სახით გვევლინება და გარედან იმართება, ჰყავთ ერთი პატრონი. ვთქვით, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი რომ დადგება, ზუსტად ესენი ყველაფერს გააკეთებენ და შეეწინააღმდეგებიან ამ პროცესებს.

ნახეთ, პატარა ნაბიჯი გადაიდგა ამ გზაზე და რა დღეში ხართ? რა მდგომარეობაში ჩავარდით? დარწმუნებული ვარ, როდესაც კონკრეტიკაზე მივა საუბარი და იმედი მაქვს, ეს მალე იქნება, შეიძლება ტანკი ითხოვოთ თქვენი პატრონებისგან და დაუპირისპირდეთ ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ მოხდეს. ეს ხართ თქვენ, სამწუხაროდ”,- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი