შალვა პაპუაშვილი - არის ძალიან საწყენი და ამავე დროს, ძალიან აგდებული დამოკიდებულება თავად შერიგების პროცესის მიმართ - სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილმა იგივე სიტყვები 2012 წელს თქვა, არაფერს ახალს არ ვამბობთ

ბიძინა ივანიშვილმა იგივე სიტყვები 2012 წელს თქვა, არაფერს ახალს არ ვამბობთ, ჩვენ ვამბობთ ერთი და იგივეს - მან ციტატაც კი წაიკითხა 2012 წლის გამოსვლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, შერიგების პროცესის მიმართ ძალიან საწყენი და აგდებული დამოკიდებულებაა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის შანსი გარკვეულწილად, რეალური ხდება და ამისათვის „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება.

„ეს არის ძალიან საწყენი და ამავე დროს, ძალიან აგდებული დამოკიდებულება თავად შერიგების პროცესის მიმართ. რაღაც ახალი აღმოჩენა კი არ ხდება, ჩვენ წლებია ვაცხადებთ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკის მთავარი ნაწილი არის შერიგება. შერიგება ეს არის პროცესი და ასე აგდებულად, ამან ბოდიში თქვა, ამან ბოდიში არ თქვა... სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილმა იგივე სიტყვები 2012 წელს თქვა. არაფერს ახალს არ ვამბობთ. ჩვენ ვამბობთ ერთი და იგივეს. მან ციტატაც კი წაიკითხა 2012 წლის გამოსვლიდან, იგივე თქვა 2012 წელს და იგივეს ვამბობთ ჩვენ ყოველდღიურად. ვამბობთ, რომ უმაღლესი მიზანი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. კი თუ არა? გვიპასუხოს ოპოზიციამ, მეორე - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ მშვიდობიანი გზით. კი თუ არა? გვიპასუხოს ოპოზიციამ და NGO-ებმა. მესამე - მშვიდობიანად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გულისხმობს შერიგების პროცესს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ოს და აფხაზ ხალხზე. კი თუ არა? და მეოთხე - შერიგების პროცესი რა არის თუ არა პროცესი, რომელიც არის რთული, მძიმე გასავლელი.

ერთი რამ კიდევ მინდა ვთქვა - ჩვენ განვაცხადეთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდება, მათ შორის, იმისთვის, რომ ვხედავთ, რამდენად სწრაფად ვითარდება ჩვენს გარშემო მოვლენები და ვხედავთ, რომ გარკვეულწილად, რეალური ხდება შანსი ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენისა. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ვინაიდან ამ პროცესს დასჭირდება კონსტიტუციური ცვლილებები და ოპოზიცია აუცილებლად დაბლოკავს ამ ცვლილებებს. ეს ორი დღე ზუსტად ამას არ გვაჩვენებს?!“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 14 სექტემბერს, გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია