კახა კალაძე მიხაილ როთის ვიზიტზე - ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფით და სიცრუის გავრცელებით არის დაკავებული, რისთვის უნდა შევხვდეთ ან რაზე უნდა იყოს საუბარი? წარმოუდგენელია

მე არც მიზანი ვიცი, რისთვის ჩამოდის [მიხაილ როთი] საქართველოში და გულწრფელად გეტყვით, ინტერესიც არა მაქვს იმიტომ, რომ საარჩევნო კამპანიაში ვართ - ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფით და სიცრუის გავრცელებით არის დაკავებული, რისთვის უნდა შევხვდეთ ან რაზე უნდა იყოს საუბარი? წარმოუდგენელია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან გერმანელი პოლიტიკოსის, მიხაილ როთის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძის განმარტებით, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, „ყველას მართებს, რომ თეთრზე თეთრი თქვას და შავზე-შავი”.

„ადამიანი, რომელიც ძირითადად დაკავებულია შეურაცხმყოფელი განცხადებებით, ყოველ შემთხვევაში, თავი ამით დაგვამახსოვრა - ეკლესიის, სარწმუნოების და ზოგადად, ქვეყნის, მშვიდობის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს ვისმენთ მისგან. შესაბამისად, მე არც მიზანი ვიცი, რისთვის ჩამოდის საქართველოში და გულწრფელად გეტყვით, ინტერესიც არა მაქვს იმიტომ, რომ საარჩევნო კამპანიაში ვართ, ყოველდღიურად შეხვედრები გვაქვს მოსახლეობასთან. ჩემთვის, უპირველესად, მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობა.

ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფით და სიცრუის გავრცელებით არის დაკავებული, რისთვის უნდა შევხვდეთ ან რაზე უნდა იყოს საუბარი? წარმოუდგენელია. რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყოს, ყველას მართებს რეალობას გაუსწორონ თვალი, თეთრზე თქვან, რომ თეთრია და შავზე თქვან, რომ შავია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეურაცხმყოფელი იყო ის განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ ამ ადამიანის მხრიდან. პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს და ჩვენს სარწმუნოებას, ეკლესიას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს