ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე ზურა ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე მსახიობ, ზურა ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ.

ასევე, ბერიკაშვილის ოჯახს მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც მიუსამძიმრეს.

პანაშვიდი საბურთალოზე მდებარე ამაღლების ეკლესიაში მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ზურა ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბერიკაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა.

ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია