ლევან მაჭავარიანი მიხაილ როთზე - მისი საქართველოში ჩამობრძანება იმას ემსახურება, რომ შეხვდეს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს - ვიდრე გულწრფელ ბოდიშს არ მოიხდის, შეუძლებელია, ჩვენი მხრიდან რაიმე ტიპის შეხვედრაზე დავთანხმდეთ

მისი [მიხაილ როთის] საქართველოში ჩამობრძანება, რა თქმა უნდა, იმას ემსახურება, რომ შეხვდეს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, როგორც ეს მისი წინა ვიზიტის დროს მოხდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან გერმანელი პოლიტიკოსის, მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სანამ როთი მისი წინა ვიზიტის დროს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით ბოდიშს არ მოიხდის, იქამდე უმრავლესობა არ შეხვდება.

„მისი საქართველოში ჩამობრძანება, რა თქმა უნდა, იმას ემსახურება, რომ შეხვდეს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, როგორც ეს მისი წინა ვიზიტის დროს მოხდა. როთი აქციაზე გამოვიდა და ისეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები აკეთა, რომ სანამ ამაზე ბოდიშს არ მოიხდის, და არ მოუხდის როგორც სახელმწიფოს, ისევე ქართველ ხალხს, გამორიცხულია, რომ იქ ვისაუბროთ, რომ რაიმე ტიპის შეხვედრა შეიძლება შედგეს ჩვენი რომელიმე, მაღალი ან საშუალო, რანგის პოლიტიკური ფიგურის მხრიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ამ კაცმა ჩვენ შეურაცხყოფა მოგვაყენა, შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, ძალიან ცუდ კონტექსტში მოიხსენია მართლმადიდებლობა, რომელიც არის ჩვენი თვითმყოფადობის ძირითადი საყრდენი.

შესაბამისად, სანამ ამ ყველაფერთან დაკავშირებით თვითონ გულწრფელ ბოდიშს არ მოიხდის, შეუძლებელია, რომ ჩვენი მხრიდან რაიმე ნაბიჯი გადაიდგას და რაიმე ტიპის შეხვედრაზე დავთანხმდეთ”, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოშია. მან რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 16-18 სექტემბერს საქართველოსა და სომხეთს ეწვეოდა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია