საქართველოს მთავრობამ თბილისის აგლომერაციისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმა დაამტკიცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ თბილისის აგლომერაციისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმა დაამტკიცა.

მათივე ცნობით, თბილისის აგლომერაციისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმის მიზანი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში პრობლემური მავნე ნივთიერებებით გამოწვეული დაბინძურების შემცირება და სხვა მავნე ნივთიერებების დონეების ნორმის ფარგლებში შენარჩუნებაა.

სამინისტროს განმარტებით, დოკუმენტში წარმოდგენილია 3-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაწერილია განსახორციელებელი აქტივობები, განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები, შესრულების ინდიკატორები, ვადები და ბიუჯეტი. სამოქმედო გეგმა 4 ძირითად ამოცანას მოიცავს - თბილისის აგლომერაციაში ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების შემცირებას, ასევე, აზოტის დიოქსიდის (NO2) გაფრქვევის შემცირებას, ატმოსფერული ჰაერის ხარისხისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ჰაერის დაბინძურების ზემოქმედების შეფასების გაუმჯობესებას და ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

„ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა სექტორული მიმართულების პოლიტიკის დოკუმენტია, რომლის მიზანიც, შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებების გზით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაა.

საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა სამთავრობო უწყებების, საქართველოს პარლამენტის, თბილისის მერიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით და ევროკავშირის მხარდაჭერით მომზადდა, რომელშიც ქართველი და ევროპელი ექსპერტები მონაწილეობდნენ; პროექტთან დაკავშირებით საჯარო კონსულტაციები და საჯარო განხილვა მოეწყო.

თბილისის აგლომერაციისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის და „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად მომზადდა. გეგმა ასევე მოიცავს საქართველოს სხვა ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტებითა და საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებულ საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარიხის მართვის გეგმების შემუშავება ევროკავშირის ქვეყნებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადაჭრის საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ