გიორგი ამილახვარის განცხადებით, საჯარო სკოლებში კვების პროგრამის დაწყების ვადებისა და ფორმატის შესახებ, რამდენიმე კვირაში, საარჩევნო კამპანიის წარდგენისას გახდება ცნობილი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში კვების პროგრამის დაწყების ვადებისა და ფორმატის შესახებ, რამდენიმე კვირაში, საარჩევნო კამპანიის წარდგენისას გახდება ცნობილი.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, პირველ ეტაპზე, კვების პროგრამაში ის სკოლები ჩაერთვებიან, სადაც ინფრასტრუქტურა ამისთვის მომზადებულია.

„თითოეული სასკოლო ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მიმდინარეობს, სასკოლო „ბუფეტის“ ინფრასტრუქტურასაც ითვალისწინებს. ეს არის პირველი და მნიშვნელოვანი კომპონენტი, რათა სკოლებში კვების პრობლემის გადაჭრა დავიწყოთ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყნის თითოეული სკოლა აღვწერეთ, აღწერილია მათი საჭიროებები, შესაძლებლობები კვებასთან დაკავშირებით თუ რომელ სკოლაში რა ფორმატით, როდის და რა ფორმით შეგვიძლია დავიწყოთ ეს პროგრამა. ეს ანალიტიკა დასრულებულია, რომელიც პრაქტიკულად გზამკვლევია როგორ შეიძლება სკოლებში ამ პროექტის დაწყება. რაც შეეხება იმას, თუ როდის დაიწყება, უახლოეს მომავალში, რამდენიმე კვირაში იქნება საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია, მათ შორის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნაწილში, სადაც დეტალურად გავაჟღერებთ და ვეტყვით საზოგადოებას რა ფორმატით, როგორ, როდის დაიწყება სასკოლო კვების პროგრამა. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სრული სამუშაოები, ანალიზი, მოდელების ნაირსახეობა ლოჯისტიკურად როგორ შეიძლება ეს დალაგდეს, სამინისტროს მხრიდან მომზადებულია, ახლა მიდის გარკვეულ ბიუჯეტებზე საუბარი და ფორმატებზე. ბუნებრივია ეს ყველა სკოლაში ერთბაშად ვერ დაიწყება. იქ სადაც ინფრასტრუქტურული მზაობაა, იქ მარტივად დაიწყება. იქ სადაც არაა, შეიძლება მოგვიანებით დაიწყოს ან სხვადასხვა ფორმატებით განხორციელდეს. ყველაფერი ითქმება საარჩევნო პროგრამის ნაწილში“,- განაცხადა ამილახვარმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ