შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის და ამ „ენჯეოების“ ევროპული გზა არის გზა აფხაზებისა და ოსების გარეშე. ეს არის რეალობა, რაც ჩვენ დავინახეთ ამ პროცესის ფარგლებში

ოპოზიციის და ამ „ენჯეოების“ ევროპული გზა არის გზა აფხაზებისა და ოსების გარეშე. ეს არის რეალობა, რაც ჩვენ დავინახეთ ამ პროცესის ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, არ არსებობს იმაზე დიდი მიზანი, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.

„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდება მხოლოდ მშვიდობიანი გზით. მშვიდობიანი გზა გულისხმობს მხოლოდ შერიგების გზით სიარულს. შერიგება კი გულისხმობს სინანულს და ურთიერთპატიებას. ეს არის გზა, რომელიც მიგვიყვანს ერთიან საქართველოსთან. გარკვეულწილად იყო სახის ჩვენება ოპოზიციის და, რაც კიდევ უფრო სკანდალურია, არასამთავრობო სექტორის, რომ, სინამდვილეში, მათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი გზა არც კი ესახებათ. შეგახსენებთ, ეს ხალხი, მათ შორის „ენჯეოების“ წარმომადგენლები უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ამბობდნენ, რუსეთი ახლა დასუსტებულია და შესაძლებლობის ფანჯარა უნდა გამოვიყენოთო, იარაღი უნდა ვიყიდოთ და შევვარდეთ ერთ თუ მეორე ტერიტორიაზეო. ამით აჩვენებენ, რომ, სინამდვილეში, მათ არც არასდროს სდომებიათ მშვიდობა, ისინი არიან ომის პარტიის წარმომადგენლები. საბოლოო ჯამში, ეს გვაჩვენებს, რომ ოპოზიციის და ამ „ენჯეოების“ ევროპული გზა არის გზა აფხაზებისა და ოსების გარეშე. ეს არის რეალობა, რაც ჩვენ დავინახეთ ამ პროცესის ფარგლებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა