თელავში ახალაშენებული N2 და სოფელ ვარდისუბნის ბაგა-ბაღები გაიხსნა

თელავში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე N2 და ვარდისუბნის ახლად რეაბილტირებული ბაგა-ბაღები საზეიმოდ გაიხსნა და აღსაზრდელებმა თანამედროვე სტანდარტებისა და განახლებული ინფრასტრუქტურის მქონე გარემოში ახალი სასწავლო წელი დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე N2 ბაგა-ბაღი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით (ბიუჯეტი - 3 346 011 ლარი) რეაბილიტირდა, ხოლო

ვარდისუბნის ბაღის აშენება მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 3 559 611 ლარით დააფინანსა.

როგორც თელავის მერიაში განმარტავენ, ორივე ბაღი თანამედროვე სტანდარტების, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით აშენდა და 180 აღსაზრდელზეა გათვლილი. მათივე ინფორმაციით, განახლებული შენობები ადაპტირებულია შშმ/სსსმ მოსწავლეებზე.

შენობები მოიცავს საძინებელ, სათამაშო, გამოსაცვლელ ოთახებს, სასადილოს, სათავსოებს, ჰოლის, ადმინისტრაციულ და სამრეცხაო ოთახებს, სამზარეულოს,

ლიფტს, საევაკუაციო კიბეებს. ეზოებში მოწყობილია ფარდულები და სათამაშო მოედნები.

თელავის მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს ნაფარეულსა და ლაფანყურში. სრული რეაბილიტაცია უტარდება სოფელ რუისპირში მდებარე ბაგა-ბაღსაც. კეთილმოწყობის პროცესი კი დასკვნით ეტაპზეა სოფელ კურდღელაურისა და თელავის N1 ბაგა-ბაღებში.

ბაგა-ბაღების გახსნის ღონისძიებებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ, მოსწავლეებსა და მშობლებს სიტყვით მიმართეს და სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

“ძვირფასო მასწავლებლებო, მშობლებო და ჩვენო პატარებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. სკოლამდელი განათლება მნიშვნელოვანია პიროვნების ჩამოყალიბებისთვის და პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯებია ცხოვრების გზაზე. გისურვებთ, ნაყოფიერი და საინტერესო წელი გქონდეთ. ჩვენ, ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით, რომ შეგიქმნათ ღირსეული გარემო, თქვენ კი გაიზარდეთ საამაყო ადამიანები, რომლებიც სწორი ღირებულებებით იზრუნებენ საკუთარი ქალაქისა და ქვეყნის განვითარებაზე” - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში