ნონა ქურდოვანიძე - მიხაილ როთის მთავარი გზავნილი იყო, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არსებობა-არ არსებობაზეა დამოკიდებული, დაიწყება თუ არა საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი

რაც შეეხება მიხეილ როთის გზავნილებს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თუ ეს კანონი შენარჩუნდა [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] და ამ ტიპის ქმედებები გაგრძელდა, ეს საბოლოო გავლენას მოახდენს ევროინტეგრაციის პროცესზე. დაიწყება თუ არა საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი, ეს დამოკიდებულია ამ კანონის არსებობა- არ არსებობაზე, - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ როთთან შეხვედრის შემდეგ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

ნონა ქურდოვანიძის თქმით, თავის მხრივ არასამთავრობო სექტორმა მიხეილ როთს წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გავლენებზე ესაუბრა.

„ამ ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია - ერთი მხრივ იმას აჩვენებს, რომ ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ არის მაღალი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენი მხრიდან მოხდა ინფორმაციის გაზიარება, ზოგადად რა გარემოა წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში, „რუსული კანონის“ ეფექტებთან დაკავშირებით, ცხადია, იყო მსჯელობა. რაც შეეხება მისი მხრიდან რაზე კეთდებოდა აქცენტები, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები როგორიც არის, მათ შორის, ამ კანონის მიღება, თავდასხმები არასამთავრობო სექტორზე და ზოგადად ეს რიტორიკა, რომელსაც ხელისუფლება იყენებს უკვე არაერთი თვეა, ეს გავლენას ახდენს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და არის დამაზიანებელი, სამწუხაროდ, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის, ამიტომ თუ ეს კანონი შენარჩუნდა და ამ ტიპის ქმედებები გაგრძელდა, ეს საბოლოო გავლენას მოახდენს. დაიწყება თუ არა საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი, ეს დამოკიდებულია ამ კანონის არსებობა-არ არსებობაზე“, - განაცხადა ქურდოვანიძემ.

კითხვაზე: მიხეილ როთმა დაადასტურა თუ არა თავისი კოლეგების მიერ საქართველოში ვიზიტისას გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ბუნდესტაგი მხარს არ დაუჭერს ევროკავშირში წევრობაზე საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესს, ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შენარჩუნების პირობებში, ამაზე არაერთი უცხოელი დეპუტატი საუბრობს.

„ის, რომ ამ კანონის არსებობა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს და რომ ამ კანონის არსებობის პირობებში, ვერ მოხდება წინსვლა, ეს არის ის, რაზეც არაერთი ჩვენი ქვეყნის პარტნიორი საუბრობს და ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთებულა, მათ შორის, შესაბამისი დეპუტატების მხრიდანაც“, -განაცხადა ქურდოვანიძემ.

ცნობისთვის, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოს სტუმრობს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია