ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსმა ტერორისტებმა უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ სექტემბრის პირველ ნახევარში 640-ზე მეტი Shahed-ის დრონი გამოიყენეს

რუსმა ტერორისტებმა უკრაინის ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ მხოლოდ სექტემბრის პირველ ნახევარში 640-ზე მეტი Shahed-ის დრონი გამოიყენეს. საბედნიეროდ, მათი უმეტესობა ჩვენმა მეომრებმა ჩამოაგდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, უკრაინა მუდმივად მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვა უფრო ეფექტური გახდეს.

„ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რათა უკრაინის საჰაერო ფარი უფრო ეფექტური გავხადოთ, გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო ძალები, მობილური საცეცხლე ჯგუფები და საჰაერო თავდაცვის ყველა ქვედანაყოფი“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, წუხელ რუსეთის არმიამ Shahed-ის 56 დრონი გაუშვა, მათგან 53 უკრაინელებმა ჩამოაგდეს.

„ჩვენი ცის დამცველები ეფექტურად მუშაობდნენ ბევრ რეგიონში. მადლობას ვუხდი თითოეულ მეომარს სიზუსტისთვის“, - წერს ზელენსკი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე