შსს-ს ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაძალადევის შტაბისა და ასევე, კომისიის წევრი ზურაბ აბაევი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც მან პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია

­

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ნაძალადევის შტაბისა და ასევე, კომისიის წევრი ზურაბ აბაევი სამართალდამცავებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც მან პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია.

როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ამის შემდეგ აბაევი დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის ნაძალადევის შტაბის წევრ ზურაბ აბაევს პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს