ანა დოლიძე - ივანიშვილის ჯიბის სასამართლოს მხრიდან გიორგი შანიძის პატიმრობაში დატოვება არის რუსეთის დავალება

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძისთვის 4-წლიანი თავისუფლების აღკვეთის მისჯას ეხმაურება.

როგორც დოლიძე განმარტავს, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ აღნიშნული ორგანო სადამსჯელოა.

„ახლახან დასრულდა პროცესი გაზაფხულის მოვლენებზე დაკავებულის, ერთ-ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი შანიძის საქმეზე. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენი სასამართლო არის სადამსჯელო ორგანო, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ჯიბის სასამართლო. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის აქაურობის რეფორმა და აქედან „ჯადოს“ მოხსნა. გიორგი შანიძე არის ძალიან გამორჩეული ახალგაზრდა, ის არის უკრაინის ომის გმირი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც. უკრაინის ომიდან, კუნძულ ზმეინზე რა ინფორმაციაც გავრცელდა, ეს ყველაფერი ვიდეოზე გიორგი შანიძემ გადაიღო, ის მაშინ იქ იყო. მოსამართლემ მას 4 წელი მიუსაჯა. დღეს შანიძის დასჯა არის პირდაპირ რუსეთის დაკვეთა. იმის ფონზე, რაც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ჩვენ ოკუპანტ რუსებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, ჩვენ რა თქმა უნდა რუსეთის ოკუპაციის მსხვერპლი ვართ, ახლა მეტი რა საბუთი გვჭირდება იმაზე, რომ სინამდვილეში ეს დაკავება რუსეთიდანაა, რომ თავიდან ბოლომდე გადაწეროს საქართველოს იდენტობა. გიორგი შანიძის საქმე ეს არის ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრობლემა, გადაცდომა, რომელზეც პასუხი უნდა იყოს ჩვეულებრივი ჯარიმა, მაგრამ ეს პასუხი ძალიან არაპროპორციულია და ხალხის ციხეში გამომწყვდევა, დასჯა, რა თქმა უნდა, პირდაპირი დაკვეთაა ჩვენი ხელისუფლების. მე როგორც ერთ-ერთი პირი მხარში ვუდგავარ გიორგი შანიძეს”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს