მახათას მთაზე  მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტის მეორე ეტაპი იწყება

სამხედრო მოსამსახურეებისთვის საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტი გრძელდება - მახათას მთაზე საბინაო პროექტის მეორე ეტაპი 2024 წელს დაიწყება და რამდენიმე წელში დასრულდება.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, საბინაო პროექტის მეორე ეტაპი მიზნად ისახავს სამხედროების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასა და მომავალი სამხედროებისთვის მოტივაციის ამაღლებას.

„პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, მახათას მთაზე 43 (ორმოცდასამი) მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. ბინების მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ხოლო ბენეფიციარების თანადაფინანსების წილი ერთ კვადრატულ მეტრზე უპრეცედენტოდ დაბალ ფასს - 100 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში) შეადგენს, რომლის დასაფარად უპროცენტო შიდა განვადება იმოქმედებს.

გეგმის მიხედვით, თავდაცვის უწყებაში მომუშავე ოფიცრები და სერჟანტები საცხოვრებელ ფართებს დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ. სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, სამხედროები 50, 80 და 110 კვ. მეტრი ფართის ბინებს მიიღებენ.

საბინაო პოლიტიკის შეუქცევადობა კანონმდებლობით არის გამყარებული, რაც ნიშნავს, რომ პროექტი მომავალშიც გაგრძელდება,“- ნათქვამია თავდაცვის უწყების ინფორმაციში.

მინისტრის განცხადებით, პროექტის განგრძობითობა გაზრდის მოტივაციას და შექმნის ახალგაზრდა სამხედროების სამსახურში ჩართვის შესაძლებლობას.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. სამხედროებისთვის მახათას მთაზე უკვე აშენდა 39 კორპუსი, სადაც ბინა 1000-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია